საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • 1512 წელს ალკალა-დე-ენარესის ახალ უნივერსიტეტში ალფონსო დე სამორა ჰებრაისტიკის კათედრის ხელმძღვანელად აირჩიეს. ვინაიდან სამორა იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწავლული იყო, უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კარდინალმა ხიმენეს დე სისნეროსმა, ის გრანდიოზული პროექტის, „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“, მომზადებაში ჩართო. ამ ექვსტომიან ბიბლიაში შესულია ბიბლიის ებრაული, ბერძნული, ლათინური და ნაწილობრივ არამეული ტექსტები.a

      ამ პროექტის შესახებ ბიბლიის მკვლევარი მარიანო რებილია რიკო აღნიშნავს: „კათოლიციზმზე მოქცეული სამი ებრაელიდან, რომლებიც კარდინალ სისნეროსის პროექტში იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე გამორჩეული იყო ალფონსო დე სამორა — გრამატიკოსი, ფილოსოფოსი, თალმუდის მცოდნე და აგრეთვე ლათინური, ბერძნული, ებრაული და არამეული ენების სპეციალისტი“.

  • ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • სწორედ ალფონსო დე სამორამ მოამზადა და დაამუშავა ებრაული ტექსტი, რომელიც საბოლოოდ 1522 წელს „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ სახით გამოიცა (ამ ნაშრომს დართული ჰქონდა ებრაულ-ლათინური ლექსიკონი და ებრაული გრამატიკა, რამაც სხვა მთარგმნელებს საგრძნობლად გაუადვილა ბიბლიის თარგმნა).

  • ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • ვინაიდან ებრაული და ბერძნული ტექსტები დამუშავებული სახით ხელმისაწვდომი გახდა, სხვა მთარგმნელებს გაუადვილდათ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის დაწყება — ხალხისთვის გასაგებ ენაზე ბიბლიის თარგმნა. როდესაც უილიამ ტინდალმა ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ ებრაული ტექსტით ისარგებლა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება