-
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
-
-
8, 9. რა გვეხმარება ბიბლიური მუხლების გაგებაში? მოიყვანეთ მაგალითი.
8 რა დაგვეხმარება, რომ მსახურებაში სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა? სანამ ბიბლიურ ცნობას სხვებს გავუზიარებთ, თავად კარგად უნდა ვწვდებოდეთ მის არსს. ამისათვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მუხლის ან ამა თუ იმ მონაკვეთის კონტექსტს. ერთი ლექსიკონის თანახმად, „კონტექსტი“ ნიშნავს „სიტყვის, წინადადების ან ტექსტის წინამორბედ თუ შემდგომ ინფორმაციას, რაც აადვილებს იმავე სიტყვის, წინადადების ან ტექსტის აზრის გაგებას“.
9 ბიბლიური მუხლი სწორად რომ გავიგოთ, მის ირგვლივ არსებული ტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად მოვიყვანოთ გალატელების 5:13-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები: „თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა“. რა თავისუფლებას გულისხმობდა პავლე ამ მუხლში? თავისუფლებას ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, ცრუ სწავლებებისგან, თუ სხვა რამისგან? ამ მუხლის კონტექსტი ააშკარავებს, რომ პავლე „კანონის წყევლისგან“ გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა (გალ. 3:13, 19—24; 4:1—5). ის მიუთითებდა თავისუფლებაზე, რომელიც ქრისტეს მიმდევრობას მოჰქონდა. ისინი, ვინც აფასებდნენ ამ თავისუფლებას, სიყვარულით ემსახურებოდნენ ერთმანეთს, როგორც მონები; არ ლაპარაკობდნენ ზურგს უკან და არ კამათობდნენ (გალ. 5:15).
10. რა უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიური მუხლის ზუსტი მნიშვნელობის გასაგებად?
10 კონტექსტი ისტორიულ ფონს, გარემოებასა და ვითარებასაც გულისხმობს. ბიბლიური მუხლის მნიშვნელობის ზუსტად გასაგებად, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული ფონი, მაგალითად, ვისი დაწერილია ბიბლიის ეს წიგნი, როდის და რა ვითარებაში დაიწერა. დამხმარეა იმის ცოდნაც, თუ რა მიზნით იყო ის დაწერილი და, თუ შესაძლებელია, იმის გარკვევა, როგორი სოციალური, ზნეობრივი და რელიგიური გარემო იყო იმ დროს.a
-
-
ოსტატურად გამოიყენე „სულის მახვილი“!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 თებერვალი
-
-
a ბიბლიის წიგნების ისტორიული ფონის გაგებაში დაგვეხმარება პუბლიკაციები: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ (ინგლ.) და „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „იეჰოვას სიტყვა ცოცხალია“.
-