-
როგორ გადარჩა ეს წიგნი?წიგნი ყველასთვის
-
-
შემონახულია ძალიან ფრთხილი გადამწერების მიერ
დაუყოვნებლივ, ორიგინალების დაწერის შემდეგ, დაიწყო ხელნაწერი ეგზემპლარების დამზადება. სინამდვილეში, საღვთო წერილების გადაწერა ძველ ისრაელში პროფესიად იქცა (პირველი ეზრა 7:6; ფსალმუნი 44:2). მაგრამ ეს ეგზემპლარებიც მალფუჭებადი მასალებით კეთდებოდა. ბოლოს საჭირო იყო ამ ეგზემპლარების შეცვლაც სხვა ხელნაწერი ეგზემპლარებით. როცა ორიგინალმა ხელნაწერებმა არსებობა შეწყვიტა, ეს გადაწერილი ასლები მომავალ ხელნაწერებს დაედო საფუძვლად. ამ ასლების ხელახლა გადაწერის პროცესი მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. ძალიან ხომ არ შეცვალა ბიბლიური ტექსტი საუკუნეების განმავლობაში გადამწერების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა? ფაქტები პასუხობს, რომ არა.
პროფესიონალი გადამწერები ძალიან ერთგულები იყვნენ. მათ უღრმესი პატივისცემა ჰქონდათ იმ სიტყვებისადმი, რომლების ასლსაც აკეთებდნენ. ისინი ძალიან გულდასმით მუშაობდნენ. ებრაული სიტყვა „სო·ფერʹ“, რომელიც ითარგმნება „გადამწერად“ ან „მწიგნობრად“, ნიშნავს დათვლასა და ჩაწერას. გადამწერთა სიზუსტე რომ დავინახოთ, მაგალითისთვის განვიხილოთ მასორეტებიa. მათ შესახებ სწავლული ტომას ჰარტველ ჰორნი ამბობს: „ისინი. . . ითვლიდნენ, თუ რომელი ასო იყო პენტატეუხის [ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი] შუაგულში, რომელი ფრაზა იყო თითოეული წიგნის შუაგულში და რამდენჯერ ხვდებოდათ ებრაულ წერილებში [ებრაული] ანბანის ყოველი ასო“3.
ასე რომ, დახელოვნებულმა გადამწერებმა შემოიღეს მრავალნაირი შესამოწმებელი საშუალება. ბიბლიურ ტექსტში ერთი ასოც რომ არ გამორჩენოდათ, ისინი არა მარტო გადაწერილ სიტყვებს ითვლიდნენ, არამედ ასოებსაც. ყურადღება მიაქციე ასეთი სამუშაოს შრომატევადობას: როგორც იტყობინებიან, მათ ებრაულ წერილებში დათვლილი ჰქონდათ 81514 ცალკეული ასო!4 ასეთმა გულმოდგინებამ განაპირობა უმაღლესი ხარისხის სიზუსტე.
მაგრამ გადამწერებსაც მოსდიოდათ შეცდომები. არსებობს თუ არა რამე მტკიცება, რომ საუკუნეების მანძილზე წარმოებული გადაწერების მიუხედავად, ბიბლიის ტექსტმა საიმედო ფორმით მოაღწია ჩვენამდე?
-
-
როგორ გადარჩა ეს წიგნი?წიგნი ყველასთვის
-
-
a მასორეტები (ნიშნავს „ტრადიციის ოსტატებს“) იყვნენ ებრაული წერილების გადამწერები, რომლებიც ცხოვრობდნენ მე-6—მე-10 საუკუნეებში. ხელნაწერების ასლებს, რომლებსაც ისინი ამზადებდნენ, ეწოდებათ მასორული ტექსტები2.
-