-
როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდეგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
მრავალი ხელნაწერი
ბიბლიის ადრეულ ხელნაწერებს დამცველებიც ჰყავდა. ესენი იყვნენ ისრაელები, რომლებიც დედნისეული გრაგნილების ასლებს აკეთებდნენ. მაგალითად, ისრაელის მეფეებს ღმერთისგან ნაბრძანები ჰქონდათ, რომ ‘გადაეწერათ კანონი მღვდლებისგან, ლევიანებისგან’ (კანონი 17:18).
ისრაელების უმეტესობა გულმოდგინედ კითხულობდა წმინდა წერილებს, რადგან ესმოდათ, რომ წმინდა წერილების ავტორი იეჰოვა ღმერთი იყო. ამიტომ დახელოვნებული გადამწერები დედნის ასლებს დიდი სიფრთხილით აკეთებდნენ. ერთ-ერთ ღვთისმოშიშ კაცზე, რომელსაც ეზრა ერქვა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ის იყო იეჰოვას, ისრაელის ღვთის მიერ მიცემული მოსეს კანონის დახელოვნებული გადამწერი“ (ეზრა 7:6). მაგალითად, მასორეტები, რომლებიც ებრაული წერილების, ანუ „ძველი აღთქმის“ ასლებს ახ. წ. VI—X საუკუნეებში აკეთებდნენ, შეცდომების თავიდან არიდების მიზნით ტექსტის თითოეულ ასოს ითვლიდნენ. ვინაიდან გადამწერები ასლებს ასე საგულდაგულოდ აკეთებდნენ, ეს ხელს უწყობდა იმას, რომ მტრების მხრიდან ბიბლიის განადგურების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტექსტის სიზუსტე დაცული ყოფილიყო და ჩვენამდე უცვლელი სახით მოეღწია.
-
-
როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდეგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
მას შემდეგ, რაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, ანუ „ახალი აღთქმის“ დამწერებმა ღვთის შთაგონებით დაწერეს წერილები, წინასწარმეტყველებები და ისტორიული შემთხვევები, მალევე გავრცელდა ასლები. მაგალითად, იოანემ თავისი სახარება ეფესოში ან მის მახლობლად დაწერა. მაგრამ წიგნის ერთ-ერთი ნაწილის ასლი, რომელიც ექსპერტების თქმით, წიგნის დაწერიდან თითქმის 50 წლის გასვლის შემდეგ გაკეთდა, ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, რომელიც ეფესოდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული. ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ შორეულ ქვეყნებში მცხოვრებ ქრისტიანებსაც ჰქონდათ იმ დროისათვის დაწერილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ასლები.
-
-
როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდეგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
მართალია დღემდე ბიბლიის არც ერთი დედნისეული ხელნაწერი არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ჩვენამდე, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ბიბლიის ხელნაწერთა არაერთმა ასლმა მოაღწია. ზოგი მათგანი ძალიან ძველია. მაგრამ ხომ არ არსებობს იმის ალბათობა, რომ გადაწერის დროს გადამწერები ზუსტად ვერ გადმოიტანდნენ დედნის ტექსტს? ებრაული წერილების შესახებ მეცნიერმა უილიამ გრინმა აღნიშნა: „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ სხვა არც ერთი უძველესი წიგნი არ გადაუწერიათ ასე ზუსტად“. ბიბლიის ხელნაწერთა ცნობილმა მკვლევარმა ფრედერიკ კენიონმა კი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შესახებ დაწერა: «დედნისეული ტექსტებისა და დღემდე მოღწეული უძველესი ხელნაწერების თარიღებს შორის დროის ძალიან მცირე მონაკვეთია. ამიტომ, აღარ რჩება ეჭვის არანაირი საფუძველი, რომ წმინდა წერილებმა ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია. „ახალი აღთქმის“ წიგნების სიზუსტე და უცვლელობა საბოლოოდ დამტკიცდა». კენიონი აგრეთვე აღნიშნავს: „დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის ტექსტი უცვლელია . . . ამას ვერც ერთ სხვა უძველეს წიგნზე ვერ ვიტყვით“.
-