-
კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ოქტომბერი
-
-
მაშასადამე, როცა ამა თუ იმ საკითხის ან გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, თავდაპირველად უნდა დავფიქრდეთ ბიბლიურ პრინციპებზე, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ზოგი პრინციპი ასეთია: მეთაურობის პრინციპის პატივისცემა (კოლოსელები 3:18, 20); ყველაფერში პატიოსნად მოქცევა (ებრაელები 13:18); ბოროტების სიძულვილი (ფსალმუნები 96:10); მშვიდობის ძიება (რომაელები 14:19); დადგენილი ხელისუფლებებისადმი მორჩილება (მათე 22:21; რომაელები 13:1—7); ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა (მათე 4:10); ქვეყნიერებისგან გამოყოფა (იოანე 17:14); ცუდი საზოგადოებებისთვის თავის არიდება (1 კორინთელები 15:33); მოკრძალებული ჩაცმულობა და გარეგნობა (1 ტიმოთე 2:9, 10); არ დავაბრკოლოთ სხვები (ფილიპელები 1:10). სათანადო ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება სწორად აამოქმედებს ჩვენს სინდისს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.
-
-
კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ოქტომბერი
-
-
გადაწყვეტილებების მიღებისას ეძებთ ღვთის ხელმძღვანელობა (იაკობი 1:5). შეისწავლეთ ღვთის სიტყვა და საშუალება მიეცით ბიბლიურ პრინციპებს, თქვენი გონებისა და გულის ფორმირება მოახდინოს (იგავები 2:3—5). როდესაც სერიოზული საკითხის წინაშე დადგებით, სთხოვეთ რჩევა მოწიფულ ქრისტიანებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად გესმით ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები (იგავები 12:15; რომაელები 14:1; გალატელები 6:5). დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება თქვენს სინდისზე; რა გავლენას მოახდენს ის სხვებზე და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ იმოქმედებს ის იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობაზე (1 ტიმოთე 1:5, 18, 19).
-