საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ნაყოფს ვიმკი იეჰოვას სადიდებლად“
    საგუშაგო კოშკი — 2016 | აგვისტო
    • გლობალური კონფლიქტის პირისპირ მდგარ ბიბლიის მკვლევრებს ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპი. თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდათ, ყველგან გაეცხადებინათ სასიხარულო ცნობა. ვილჰელმ ჰილდებრანდტს სურდა, თავისი წვლილი შეეტანა სამეფოს საქმეში, ამიტომ „ბიბლიის მკვლევრების ყოველთვიური ტრაქტატი“ გამოიწერა ფრანგულ ენაზე. ის საფრანგეთში მსახურობდა არა როგორც წიგნების დამტარებელი (სრული დროით მქადაგებელი), არამედ როგორც გერმანელი ჯარისკაცი. ფრანგები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როცა ერთი შეხედვით მტერი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ვილჰელმი, მშვიდობის შესახებ ქადაგებდა მათთან.

      „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული წერილებიდან ვიგებთ, რომ სამხედროში მომსახურე ბევრ გერმანელ ბიბლიის მკვლევარს არ ასვენებდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილი. ძმა ლემკე, რომელიც საზღვაო ფლოტში მსახურობდა, იუწყებოდა, რომ მისი ეკიპაჟიდან ხუთმა ინტერესი გამოავლინა. ის წერდა: „ამ გემზეც კი ნაყოფს ვიმკი იეჰოვას სადიდებლად“.

      გეორგ კაიზერი ომში წავიდა როგორც ჯარისკაცი, ხოლო სახლში დაბრუნდა როგორც ჭეშმარიტი ღვთის მსახური. მის ხელში აღმოჩნდა ბიბლიის მკვლევართა ერთ-ერთი პუბლიკაცია. მან მთელი გულით მიიღო სამეფოს შესახებ ცნობა, უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე და არასამწყობრო სამსახურში გადავიდა. ომის დამთავრების შემდეგ ის მრავალი წლის მანძილზე გულანთებული პიონერი იყო.

      მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის მკვლევრებისთვის ბოლომდე არ იყო ცხადი ნეიტრალიტეტის საკითხი, მათი დამოკიდებულება და საქციელი სრულიად განსხვავდებოდა იმ ადამიანების შეხედულებებისა და მოქმედებებისგან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ომს. ამ უკანასკნელთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები და სასულიერო პირები, თუმცა მათგან განსხვავებით ბიბლიის მკვლევრები „მშვიდობის მთავრის“ მხარეს იკავებდნენ (ეს. 9:6). მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბოლომდე არ იცავდა ნეიტრალიტეტს, ისინი მტკიცედ უჭერდნენ მხარს იმ პრინციპს, რომელზეც ერთმა ბიბლიის მკვლევარმა, კონრად მერტერმა თქვა: „ღვთის სიტყვამ ნათლად დამანახვა, რომ ქრისტიანმა არ უნდა მოკლას“ (გამ. 20:13).a

      ჰანს ჰელტერჰოფი ურიკას იყენებდა „ოქროს ხანის“ რეკლამისთვის

      ჰანს ჰელტერჰოფი ამ ურიკას იყენებდა „ოქროს ხანის“ რეკლამისთვის

      გერმანიაში, სადაც კანონი არ ითვალისწინებდა მრწამსის გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას, 20-ზე მეტმა ბიბლიის მკვლევარმა უარი თქვა ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურის შესრულებაზე. ზოგი მათგანი შეშლილად შერაცხეს. მათ შორის იყო გუსტავ კუიათი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და წამლები დაალევინეს. ჰანს ჰელტერჰოფი, რომელმაც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, ციხეში ჩასვეს. ის იქაც უარს ამბობდა ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც სამხედრო სამსახურს უკავშირდებოდა. მცველებმა მას დამაწყნარებელი პერანგი ჩააცვეს და კიდურების დაბუჟებამდე ასე ჰყავდათ. ამან ვერ გატეხა ჰანსი, ამიტომ სხვა ხერხს მიმართეს და მისი სიკვდილით დასჯის სცენა დადგეს. ყველაფრის მიუხედავად, ომიანობის პერიოდში ჰანსმა მტკიცე რწმენა შეინარჩუნა.

      მათ, ვინც ჯარში გაიწვიეს, უარი თქვეს იარაღის ხელში აღებაზე და არასამწყობრო ნაწილში გადაყვანა მოითხოვეს.b ერთ-ერთი მათგანი იყო იოჰანეს რაუტე, რომელსაც სარკინიგზო სამუშაოების შესრულება დაავალეს. კონრად მერტერი სანიტრად გაუშვეს, რაინჰოლდ ვებერი კი  — ექთნად. აუგუსტ კარფციგი გახარებული იყო, რომ ბრძოლის ველზე ყოფნა არ მოუწია. ამ და სხვა ბიბლიის მკვლევრებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურათ იეჰოვასთვის.

      ომის დროს ბიბლიის მკვლევართა პოზიცია ხელისუფლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა, რის გამოც ისინი დაკვირვების ობიექტად იქცნენ. მომდევნო წლებში სამქადაგებლო საქმიანობის გამო გერმანიაში მცხოვრები ბიბლიის მკვლევრების წინააღმდეგ ათასობით სასამართლო საქმე აღიძრა. და-ძმების დასახმარებლად გერმანიის ფილიალმა, რომელიც მაგდებურგში მდებარეობდა, იურიდიული განყოფილება დააარსა.

  • „ნაყოფს ვიმკი იეჰოვას სადიდებლად“
    საგუშაგო კოშკი — 2016 | აგვისტო
    • b ასეთი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებდა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ VI ტომი (1904) და 1906 წლის აგვისტოს „სიონის საგუშაგო კოშკის“ გერმანული გამოცემა. 1915 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ მეტად ჰფენდა ნათელს ამ საკითხს და ურჩევდა ბიბლიის მკვლევრებს, მორიდებოდნენ სამხედრო სამსახურს. თუმცა ეს სტატია გერმანულ გამოცემაში არ დაბეჭდილა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება