-
არის შენი მსახურება ნამივით?საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
ისინიც კი, ვინც ინტერესდებიან ბიბლიური ცნობით, შესაძლოა ვერ ხედავდნენ ჩვენთან ბიბლიის შესწავლის დაწყების აუცილებლობას.
სწორედ ასე მოხდა ერთი მამაკაცის, გევინის, შემთხვევაში. მართალია, მან კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო, მაგრამ ბიბლიის შესწავლაზე უარი თქვა. იგი ამბობს: „ბიბლიის ბევრი არაფერი გამეგებოდა და არ მინდოდა, ეს სხვებსაც შეენიშნათ. არც ის მინდოდა, რომ ვინმეს მოვეტყუებინე. საკუთარ თავზე ვალდებულებების აღებაც მაშინებდა“. თქვენი აზრით, არაფერი გამოვიდოდა გევინისგან? ნამდვილად არასწორი იქნებოდა, თუკი ასე ვიფიქრებდით,
-
-
არის შენი მსახურება ნამივით?საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
გევინისთვის, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ბიბლიის შესწავლის დაწყება არავის დაუძალებია. კრისმა, ძმამ, რომელმაც მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, სხვა გზებს დაუწყო ძებნა, რათა გევინისთვის სასიამოვნო გამხდარიყო ბიბლიურ თემებზე მსჯელობა. ის გევინს ბიბლიის მთავარ თემაზე ესაუბრა და აუხსნა, რომ თუ კარგად ჩასწვდებოდა ამ საკითხს, ეს კრების შეხვედრებზე მოსმენილის გაგებას გაუადვილებდა. კრისი გევინს საკუთარ მაგალითზეც ესაუბრა და მოუყვა, თუ როგორ დაარწმუნა ბიბლიაში ჩაწერილმა წინასწარმეტყველებებმა ამ წიგნის უტყუარობაში. ამას არაერთი მსჯელობა მოჰყვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე. ასეთი საუბრები გევინისთვის გამომაცოცხლებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მან ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა.
-
-
არის შენი მსახურება ნამივით?საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
ნამი კურთხევაა იეჰოვასგან (კან. 33:13). ჩვენი მსახურების შედეგად, კურთხევას იღებენ ისინი, ვინც ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. გევინმაც სწორედ ასეთი კურთხევა მიიღო. ბიბლიის შესწავლის წყალობით მის ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მან სულიერად წინ მალე წაიწია და მოინათლა. ახლა ის თავის მეუღლესთან, ჯოისთან, ერთად სრულადაა ჩაბმული სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში.
იეჰოვას მოწმეების ქადაგება ნამივითაა, რომელიც ჟღენთს მიწას
-