საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • gf გაკ. 1 გვ. 3
  • ღმერთი დამეგობრებას გთავაზობს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღმერთი დამეგობრებას გთავაზობს
  • შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • მსგავსი მასალა
  • თქვენ შეგიძლიათ იეჰოვასთან დამეგობრება!
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • დავმალო, თუ მეგობარმა შესცოდა?
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • რას ფიქრობთ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2018
  • რას ამბობს ბიბლია მეგობრობაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
gf გაკ. 1 გვ. 3

გაკვეთილი 1

ღმერთი დამეგობრებას გთავაზობს

ღმერთს სურს, რომ მისი მეგობარი იყო. გიფიქრია ოდესმე იმაზე, რომ შეგეძლო სამყაროში უდიდესი პიროვნების მეგობარი ყოფილიყავი? აბრაამს, რომელიც დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, „ღვთის მეგობარი ეწოდა“ (იაკობი 2:23). ბიბლია მოგვითხრობს სხვებზეც, რომლებიც ღმერთთან მეგობრობდნენ და დიდად კურთხეულები იყვნენ. დღეს ღმერთთან დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები მეგობრობენ. შენც შეგიძლია იყო მისი მეგობარი.

აბრაამი ლოცულობს

ღმერთთან მეგობრობა ნებისმიერ ადამიანთან მეგობრობაზე უმჯობესია. ღმერთი თავის ერთგულ მეგობრებს იმედებს არასოდეს უცრუებს (ფსალმუნი 30:24). მის მეგობრად ყოფნა ავლადიდებაზე უკეთესია. როდესაც მდიდარი კვდება, მისი ფული სხვას რჩება. მაგრამ ღვთის მეგობრებს ისეთი საუნჯე აქვთ, რომელსაც ვერავინ წაართმევს (მათე 6:19).

ზოგი შეიძლება შეეცადოს, შეგაწყვეტინოს ღვთის შესახებ ცოდნის მიღება. მათ შორის შესაძლოა ზოგი შენი მეგობარი და ოჯახის წევრებიც კი იყვნენ (მათე 10:36, 37). თუ დაგცინიან ან გემუქრებიან, ჰკითხე საკუთარ თავს: „ვის მინდა ვასიამოვნო — ადამიანებს თუ ღმერთს?“ აბა დაფიქრდი: ვინმეს რომ ეთქვა შენთვის, საკვების მიღება უნდა შეწყვიტოო, დაემორჩილებოდი? რასაკვირველია, არა! საკვები სიცოცხლის შესანარჩუნებლად გჭირდება. ღმერთს კი შეუძლია გიბოძოს მარადიული სიცოცხლე! ამიტომ არავის არასოდეს დართო ნება, ხელი შეგიშალოს იმის გაგებაში, თუ როგორ შეგიძლია გახდე ღვთის მეგობარი (იოანე 17:3).

ადამიანები დასცინიან ქალს, რომელიც კითხულობს ბიბლიურ ლიტერატურას
    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება