-
მარტინ ლუთერი მისი ცხოვრება და მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 სექტემბერი
-
-
სექტემბრის ბიბლიაზე დიდი მოთხოვნილებაა
მომდევნო ათი თვის განმავლობაში ლუთერი ვარტბურგის ციხესიმაგრეში ემალებოდა როგორც იმპერატორს, ისე პაპს. ერთ–ერთ წიგნში ნათქვამია: „ვარტბურგში ყოფნის დრო ლუთერის ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი და შემოქმედებითი პერიოდი იყო“ (Welterbe Wartburg). იქ მან დაასრულა თავისი უდიდესი ნაშრომი — ერაზმისეული ბერძნული წერილების თარგმანი გერმანულ ენაზე. 1522 წლის სექტემბერში გამოიცა ლუთერის მიერ ნათარგმნი ბიბლია, რომელზეც არ იყო მითითებული მთარგმნელის ვინაობა და ნაშრომი ცნობილი გახდა, როგორც სექტემბრის ბიბლია. ის ერთ–ნახევარი გულდენი ღირდა, რაც შინამოსამსახურის ერთი წლის შემოსავალს უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, სექტემბრის ბიბლიაზე მოთხოვნილება ძალიან დიდი იყო. 12 თვის განმავლობაში ის ორჯერ დაიბეჭდა 6 000 ეგზემპლარად, ხოლო მომდევნო 12 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 69–ჯერ გამოიცა.
-
-
მარტინ ლუთერი მისი ცხოვრება და მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 სექტემბერი
-
-
ნიჭიერი მთარგმნელი და ნაყოფიერი მწერალი
1534 წლისთვის ლუთერმა ებრაული წერილების თარგმნაც დაასრულა. ის სტილის, რითმისა და ლექსიკის საოცრად გაწონასწორებულად გამოყენების უნარით იყო დაჯილდოებული. ამიტომაც მის მიერ ნათარგმნი ბიბლია უბრალო ხალხისთვის გასაგები იყო. თარგმნის იმ მეთოდთან დაკავშირებით, რომელსაც თავად იყენებდა, ლუთერი წერდა: „უნდა გავესაუბროთ სახლში დედებს, ქუჩაში ბავშვებს და ბაზარში მდგომ უბრალო ადამიანებს. ვუსმინოთ მათ ყურადღებით და შევნიშნოთ, როგორ საუბრობენ ისინი. შემდეგ კი შესაბამისად ვთარგმნოთ“. ლუთერისეულმა ბიბლიამ საფუძველი ჩაუყარა საერთო გერმანულ სალიტერატურო ენას, რომელიც მთელ გერმანიაში დამკვიდრდა.
-