-
ბიბლია იტალიურ ენაზე პრობლემებით აღსავსე ისტორიასაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
-
-
კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ბიბლიის თარგმანი ვენეციაში გამოსცა, ანტონიო ბრუჩოლი იყო. ის პროტესტანტული იდეების მომხრე ჰუმანისტი იყო, მაგრამ კათოლიკური ეკლესია არასოდეს დაუტოვებია. 1532 წელს ბრუჩოლიმ ბიბლია ებრაული და ბერძნული ენებიდან თარგმნა. ეს იყო პირველი ბიბლია, რომელიც დედნის ენებიდან იტალიურზე ითარგმნა. ეს თარგმანი ენის სილამაზით არ გამოირჩევა, მაგრამ ის ძალიან ახლოს არის ორიგინალთან, თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ მაშინ ძველი ენების ცოდნა შეზღუდული იყო. ზოგ ადგილას და გამოცემაში ბრუჩოლიმ ღვთის სახელი აღადგინა და „იეოვად“ გადმოიტანა. დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში მისი ბიბლია იტალიელ პროტესტანტებსა და განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე პირებს შორის ძალიან პოპულარული იყო.
გამოიცა სხვა იტალიური თარგმანებიც, რომლებიც ფაქტობრივად ბრუჩოლის თარგმანის გადამუშავებული ვერსიები იყო. მათგან ზოგი კათოლიკეებმა გამოსცეს. მაგრამ არც ერთი მათგანი არ გავრცელებულა მაინცდამაინც ფართოდ.
-
-
ბიბლია იტალიურ ენაზე პრობლემებით აღსავსე ისტორიასაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
-
-
[სურათი 15 გვერდზე]
ბრუჩოლის თარგმანში გვხვდება ღვთის სახელი „იეოვა“.
-