საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკვდარ ენაზე შემონახული ბიბლია
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • უძველესი ლათინური თარგმანები

      ლათინური პირველი ენა იყო რომში. თუმცა, როდესაც მოციქულმა პავლემ იქ მცხოვრებ ქრისტიანებს წერილი მისწერა, ის ბერძნულ ენაზე დაწერა.a ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იქ ხალხმა ორივე ენა იცოდა. რომის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩამოსული იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ერთ დროს საბერძნეთის იმპერიას ეკუთვნოდა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რომი ბერძნულენოვანი ქალაქი გახდა. რომის იმპერიის რეგიონებში ხალხი სხვადასხვა ენაზე მეტყველებდა, მაგრამ, როცა იმპერია გაიზარდა, ლათინურ ენაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობდა. სწორედ ამის გამო ითარგმნა წმინდა წერილები ბერძნულიდან ლათინურზე. როგორც ჩანს, თარგმანზე მუშაობა ახ. წ. მეორე საუკუნეში დაიწყეს ჩრდილოეთ აფრიკაში.

      სხვადასხვა ტექსტები, რომლებიც იმ დროს გაკეთდა, ცნობილი გახდა „ვეტუს ლათინას“ ანუ ძველი ლათინური თარგმანის სახელით. ჩვენამდე არ მოაღწია ისეთმა უძველესმა ხელნაწერებმა, რომლებშიც შესული იქნებოდა წმინდა წერილების სრული ლათინური თარგმანი. ჩვენამდე შემონახული თარგმანების, აგრეთვე ძველი მწერლების ციტატების საფუძველზე ჩანს, რომ „ვეტუს ლათინა“ არ იყო ერთი მთლიანი ნაშრომი. როგორც ჩანს, ის რამდენიმე მთარგმნელის მიერ გაკეთდა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას მუშაობდნენ. ამგვარად, ის ბერძნული ენიდან გაკეთებული ზუსტი თარგმანების კრებული იყო.

      რამდენადაც მთარგმნელები ინდივიდუალურად ცდილობდნენ თარგმანების გაკეთებას, წმინდა წერილების ზოგიერთი ნაწილის ლათინურმა თარგმანმა დაბნეულობა გამოიწვია. ახ. წ. მეოთხე საუკუნის ბოლოს ავგუსტინე ამბობდა, რომ „ყველამ, ვისაც ბერძნული ხელნაწერები ჩაუვარდა ხელში, და ვინც ფიქრობდა, რომ ცოტა მაინც ერკვეოდა ორივე ენაში, ლათინური თარგმანის გაკეთება დაიწყო“. ავგუსტინე და მისი თანამედროვეები ფიქრობდნენ, რომ ძალიან ბევრი თარგმანი იყო ხელმისაწვდომი და მათ სიზუსტეში ეჭვი ეპარებოდათ.

  • მკვდარ ენაზე შემონახული ბიბლია
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • [ჩარჩო 21 გვერდზე]

      თარგმანების მეშვეობით დამკვიდრებული სიტყვები

      ბერძნულიდან ნათარგმნი „ვეტუს ლათინა“ შეიცავს უამრავ სიტყვას, რომლებიც სხვადასხვა ენაში დამკვიდრდა. ერთ-ერთი მათგანია სიტყვა „დიათეკე“, რომელიც „შეთანხმებად“ ან „აღთქმად“ ითარგმნება (2 კორინთელები 3:14). შესაბამისად, უამრავი ადამიანი დღემდე ებრაულ და ბერძნულ წერილებს ძველ და ახალ აღთქმას უწოდებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება