-
მათ უყვარდათ ღვთის სიტყვასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივნისი
-
-
‘ეს ყოვლად შეუძლებელი იყო’
ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრიტანელი მისიონერი რობერტ მორისონი 1807 წელს ჩინეთში ჩავიდა, რომ ბიბლია ჩინურ ენაზე ეთარგმნა. ის საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდა. „ამ საქმის შესრულება ყოვლად შეუძლებელი იყო“, — აღნიშნავს ჩარლზ გრანტი, ოსტინდოეთში ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი დირექტორი.
ჩინეთში ჩასულმა მორისონმა გაიგო, რომ სიკვდილით ისჯებოდა ყველა ჩინელი, ვინც თავის ენას უცხოელებს ასწავლიდა. მორისონი გარკვეული ხანი სახლიდან გარეთ არ გადიოდა, რომ საფრთხეში არ ჩაეგდო როგორც თავისი, ისე იმ ჩინელების სიცოცხლე, ვინც მას ენას ასწავლიდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ორწლიანი სწავლის შემდეგ მორისონს შეეძლო მანდარინულ ენაზე და სხვა რამდენიმე დიალექტზე წერა-კითხვა და ლაპარაკი. იმ პერიოდში იმპერატორის ბრძანებით სიკვდილით დაისჯებოდა ყველა, ვინც ქრისტიანულ წიგნებს დაბეჭდავდა. ამის მიუხედავად, 1819 წლის 25 ნოემბერს მორისონმა დაასრულა მთლიანი ბიბლიის თარგმნა ჩინურ ენაზე.
1836 წლისთვის მთლიანი ბიბლიის დაახლოებით 2 000 ეგზემპლარი, ბერძნული წერილების 10 000, ხოლო ბიბლიის ცალკეული ნაწილების 31 000 ასლი იყო დაბეჭდილი ჩინურ ენაზე. ღვთის სიტყვისადმი სიყვარულმა „ყოვლად შეუძლებელი“ შესაძლებელი გახადა.
-
-
მათ უყვარდათ ღვთის სიტყვასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივნისი
-
-
[სურათები 10 გვერდზე]
რობერტ მორისონი და მის მიერ ჩინურ ენაზე ნათარგმნი ბიბლია
[საავტორო უფლებები]
In the custody of the Asian Division of the Library of Congress
Robert Morrison, engraved by W. Holl, from The National Portrait Gallery Volume IV, published c.1820 (litho), Chinnery, George (1774-1852) (after)/Private Collection/Ken Welsh/The Bridgeman Art Library International
-