-
ოქროს ცრემლის ტყვეობაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
-
-
ოქროს ცრემლის ტყვეობაში
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დომინიკელთა რესპუბლიკაში
ჭიანჭველა ხეზე სწრაფად გარბის და ვერ ამჩნევს, წინ რა საფრთხე ემუქრება. მოულოდნელად, ჯერ ერთი ფეხით ეწებება, შემდეგ მეორით, ბოლოს კი მთლიანად ეფლობა ხის მიერ გამოყოფილ თაფლისმაგვარ ფისში. ხიდან კიდევ ერთი ოქროს წვეთი იღვენთება და ჭიანჭველაც საბოლოოდ იმარხება. გაქცევა უკვე შეუძლებელია. ბოლოს, ეს ბლანტი მასა, რომლის შიგნითაც ჭიანჭველაა გამომწყვდეული, მიწაზე ეცემა, წვიმა კი დატყვევებულ მწერს მდინარისკენ მიაქანებს, სადაც ის ლამში ეფლობა. გადის ათასწლეულები და ჭიანჭველას პოულობენ — ის შესანიშნავადაა შენახული ოქროს წვეთში. ფისი გამაგრდა და ადამიანების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ძვირფას საუნჯედ — ქარვად იქცა.
რა ვიცით ქარვის შესახებ? შეუძლიათ ქარვასა და მასში ჩამარხულ მწერებს, გაგვიმხილონ შორეული წარსულის ზოგი საიდუმლო? შესაძლებელია თუ არა მათი დახმარებით სიცოცხლის ერთ დროს არსებული ფორმების აღდგენა?
-
-
ოქროს ცრემლის ტყვეობაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
-
-
როგორ ხდება ქარვის ფორმირება? თავდაპირველად, ტოტის მოტეხვა, ხის დაზიანება ან მერქნის მხვრეტია ხოჭოების გააქტიურება ხის ქერქის ალაგ-ალაგ გაშიშვლებას იწვევს. შემდეგ, „ჭრილობის შესახორცებლად“ ზედაპირზე წებოვანი ფისი გამოიყოფა. მწერები და სხვა პატარა არსებები, რომლებიც თავისდა საუბედუროდ ფისში ეფლობიან, საბოლოო ჯამში, მთლიანად იძირებიან მასში. ხის წვენისგან განსხვავებით, რომელიც წყლისა და საკვები ნივთიერებებისგან შედგება, ფისის შემადგენლობაში შედის ტერპენის, ალკოჰოლისა და რთული ეთერების ნაერთები. როგორც ჩანს, ეს ქიმიური ნივთიერებები გამომშრობებივითა და ანტიბიოტიკებივით მოქმედებენ. ისინი „აბალზამებენ“ დატყვევებულ მწერებსა და მცენარეებს. გარემოს შესაფერის პირობებში ფისი ნელ-ნელა ქვავდება და ქარვად იქცევა, ხოლო მისი შიგთავსი ათასწლეულების მანძილზე უცვლელი რჩება. ამგვარად, ქარვა უძველესი ხეებიდან ჩამოღვენთილი გაქვავებული ფისია.
-
-
ოქროს ცრემლის ტყვეობაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
-
-
ის აკვირდება, ხომ არ არიან იქ ხერხემლიანი ცხოველები, მწერები ან სხვა ორგანიზმები, რომლებიც ქარვას შეეძლო „დაემწყვდია“. დომინიკელთა რესპუბლიკაში მოპოვებული ქარვის ყოველი 100 ნატეხიდან ერთში მწერის დანახვა შეიძლება. ამისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთის ქარვის 1 000 ნატეხიდან მწერი მხოლოდ ერთში ჩანს.
-
-
ოქროს ცრემლის ტყვეობაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
-
-
უძველესი ტყის სარკმელი
თავისი უნიკალური თვისებების გამო ქარვამ და მისმა „ტყვეებმაც“ იმ დიდებულ ტროპიკულ ეკოსისტემაზე მეტხანს იარსებეს, რომელმაც ისინი შექმნა. ორგანული ნამარხების უმეტესობა გაქვავებულია — მისი თავდაპირველი სტრუქტურა მინერალებით არის შეცვლილი. მეორე მხრივ კი, ქარვა თავად არის ორგანოგენური წარმონაქმნი, ისევე როგორც ნებისმიერი ცხოველი თუ მცენარე, რომელიც მის შიგნითაა მოქცეული. თუკი ის გამჭვირვალეა, მისი „მხცოვანი ბინადრის“ დაუზიანებლად შესწავლა და სამ განზომილებაში ფოტოგრაფირება შეიძლება. ამის გამო, ქარვას წარსულის ოქროს სარკმელი უწოდეს, ვინაიდან ის არა მხოლოდ მწერებსა და მომცრო ხერხემლიანებზე, არამედ დიდი ხნის წინათ არსებული მცენარეებისა და მაშინდელი ეკოსისტემის კლიმატის შესახებაც მოგვითხრობს.
ყველაზე მეტად ქარვის რომელი შიგთავსი ფასობს? ბევრი რამ თავად კოლექციონერის შეხედულებაზეა დამოკიდებული. ქარვის მოყვარულები ყველაზე მეტად მორიელის, ხვლიკისა და ბაყაყის „დამტყვევებელ“ ქვას აფასებენ. მწერებთან შედარებით უფრო დიდი ზომისა და სიძლიერის გამო მათ უმეტესობას თავისუფლად შეეძლო ფისიდან თავის დაძვრენა. მაგრამ ისინი, რომლებიც ფისში გაებნენ, ან ძალიან პატარები იყვნენ, ან, შესაძლოა, დაავადებით დასუსტებული თუ მტაცებლის მიერ დაჭრილები იყვნენ. ასეთი მონაპოვრები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. როგორც ერთი კოლექციონერი ამბობს, მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 30—40 მორიელი, 10—20 ხვლიკი და 8 თუ 9 ბაყაყია აღმოჩენილი. ეს მართლაც ძალიან ძვირფასი აღმოჩენებია. 1997 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში აღმოჩენილი ქარვა, რომლის შიგნითაც პატარა ბაყაყი იყო, 50 000 აშშ დოლარზე მეტად იყო შეფასებული.
ზოგი მეცნიერი კიდევ უფრო საინტერესოდ სხვა სახის შიგთავსებს მიიჩნევს. მწერები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად ებმებოდნენ ფისში. ამიტომ ქარვის მრავალი ნატეხი ძველი დროის „მომენტალურ ფოტოსურათს“ წარმოგვიდგენს. ეს კი მწერის, მაგალითად მტაცებლისა და მისი მსხვერპლის, ქცევების შესწავლის საშუალებას იძლევა. ზოგი ნიმუში, რომელთა შიგნითაც არის კვერცხები, ახალგამოჩეკილი მატლები, ობობას პარკი ჩანასახით ან ახალგამოჩეკილი ობობები, მეცნიერებს იმის საშუალებას აძლევს, რომ მწერების განვითარების სხვადასხვა სტადია შეისწავლონ. ქარვის ერთი ქვა, რომელიც შტუტგარტის (გერმანია) მუზეუმში ინახება, 2 000 ჭიანჭველისგან შემდგარ უძველეს კოლონიას შეიცავს.
ამასთანავე, ქარვის შიგთავსიდან უძველესი ტყის ფლორის შესახებაც შეიძლება ცოტაოდენი ინფორმაციის მიღება. ქარვის შიგნით შენახული ყვავილები, სოკოები, ხავსი, ფოთლები და თესლები ბევრი უძველესი მცენარისა და ხის ამოცნობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძველ დროში ლეღვის ხეც ხარობდა — მიუხედავად იმისა, რომ ამ ხის არც ფოთოლი და პატარა რტოც კი არასოდეს აღმოუჩენიათ. რატომ არიან ისინი ამაში ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ ქარვაში აღმოჩენილია კრაზანის რამდენიმე სახეობა, რომლებიც, როგორც ცნობილია, მხოლოდ ლეღვის ხეებზე ბინადრობენ. ამიტომაც, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ მაშინდელ ტყეში ლეღვის ხეებიც ხარობდა.
შესაძლებელია წარსულის აღდგენა?
რამდენიმე წლის წინათ გამოსული ერთი პოპულარული კინოფილმი აგებული იყო ჰიპოთეზაზე, რომ დინოზავრის სისხლის დნმ-დან, რომელიც ქარვაში დატყვევებულ კოღოებში აღმოაჩინეს, შესაძლებელი იყო დინოზავრების აღდგენა. ბევრ მეცნიერს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. ყველა ცოცხალ არსებას აქვს თავისი დნმ, რომელიც მათი მემკვიდრეობითი თვისებების განმსაზღვრელ კოდირებულ ინსტრუქციებს შეიცავს. და თუმცა, მეცნიერული ექსპერიმენტების წყალობით ქარვაში აღმოჩენილი ზოგი მწერისა და მცენარის დნმ-ს მცირე ფრაგმენტები აღადგინეს, ეს ექსპერიმენტები არ იძლევა ერთ დროს არსებული ცოცხალი ორგანიზმების აღდგენის საშუალებას.
აღდგენილი დნმ არა მხოლოდ დაზიანებულია, არამედ სრულიც არ არის. როგორც ვარაუდობენ, ის ფრაგმენტები, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება, შესაძლოა, ორგანიზმის გენეტიკური კოდის სრული ინფორმაციის ერთ მემილიონედზე ნაკლებს შეიცავდეს. გენეტიკური კოდის სრულად აღდგენის ამოცანას ადარებენ სქელტანიანი წიგნის აღდგენას მხოლოდ ერთი არასრული წინადადების უთავბოლო ნაწყვეტიდანa.
-