-
თოვლის თბილი საბურველიგამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
ბუებიც გაფაციცებით ეძებენ ნადავლს. დიდ ნაცრისფერ ბუს იმდენად მახვილი სმენა აქვს, რომ, თუ თოვლის ფენა ძალიან ღრმა არ არის, შეუძლია განსაზღვროს თოვლში გაკეთებულ ლაბირინთში, სად არის მემინდვრია. მას შემდეგ, რაც ბუ მსხვერპლის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, სწრაფად ეშვება თოვლში, უმწეო მსხვერპლს ბრჭყალებში იქცევს და მიჰყავს.
-
-
თოვლის თბილი საბურველიგამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
ისინი თოვლში „ყვინთავენ“!
მრავალი ფრინველი იყენებს თოვლის საიზოლაციო თვისებას და დღისით თუ ღამით თოვლში ისვენებს. ამ ფრინველებს შორისაა: ჟრუნი, ჩვეულებრივი როჭო, გნოლთეთრა და ისეთი პატარა ფრინველები, როგორიცაა მეკანაფია, სტვენია და ბეღურა. თუ თოვლი ღრმა და ფაფუკია, ზოგი ფრინველი ისევე „ყვინთავს“ თოვლში, როგორც ზღვის ფრინველები — წყალში. ამ ჭკვიანური ხერხის გამოყენების შედეგად ფრინველი არავითარ კვალს არ ტოვებს თოვლზე და მტაცებლები სუნსაც ვერ იღებენ.
თოვლის საბანში გახვეულ ფრინველს ჰორიზონტალური მიმართულებით სამი ფუტი სიგრძის ხვრელი გაჰყავს, რომელსაც ფინურად „კიეპი“ ეწოდება; ღამის განმავლობაში ამოვარდნილი ქარი კი იქ ცოცხალი ქმნილების არსებობის ყოველგვარ კვალს სპობს. როდესაც ადამიანი სეირნობისას ამ ადგილს უახლოვდება, ფრინველს ნაბიჯების ხმა სიგნალს აძლევს. შედეგად ის სწრაფად ამოძრავებს ფრთებს, რის გამოც ჰაერში ნამქერი იყრება და მოსეირნეს მოულოდნელობისგან გული უქანდება!
-
-
თოვლის თბილი საბურველიგამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
გნოლთეთრაც იცვლის ბუმბულს და, თუ ის ზაფხულში ჭრელია, ზამთარში ქათქათა, თეთრი ბუმბულით იწონებს თავს. მათ ზაფხულში ფეხები მეჩხერად აქვთ შებუმბვლილი, ზამთარში კი ისე სქლად, რომ გეგონება ზამთრის ჩექმები აცვიათო.
-
-
თოვლის თბილი საბურველიგამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არ აყენებს ზიანს ან, სულ მცირე, რატომ არ გრძნობენ დისკომფორტს ფრინველები, რომლებიც „შიშველი“ ფეხებით დადიან თოვლზე ან ყინულზე? მათი ფეხები ისე საოცრად არის შექმნილი, რომ სითბოს ინარჩუნებენ. გულიდან თბილი არტერიული სისხლი ფეხებისკენ მიედინება და ათბობს ცივ სისხლს, რომელიც ფეხებიდან ზევით მიედინება.
-