-
ულამაზესი მცენარეების მხარეგამოიღვიძეთ! — 2001 | ივლისი 8
-
-
კეთილი იმედის კონცხის ნექტარას — ქმნილებას, რომელიც მხოლოდ ფაინბოსის მხარეში გვხვდება — მოსწონს პროტეას ნექტარი. ეს ფრინველი თავისი გრძელი ნისკარტითა და ენით ისე წოვს ნექტარს ყვავილიდან, რომ თავადაც კმაყოფილდება და ყვავილის მტვერი ერთი ყვავილიდან მეორეზეც გადააქვს; ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეფექტურ განაყოფიერებას. გარდა ამისა, ნექტარა იკვებება მწერებით, რომლებსაც დიდი ყვავილები იზიდავთ. ამგვარად, ფრინველი და ყვავილი არსებობაში ერთმანეთს უწყობენ ხელს.
-
-
ულამაზესი მცენარეების მხარეგამოიღვიძეთ! — 2001 | ივლისი 8
-
-
მსგავსი ურთიერთობა არსებობს ერიკას ყვავილებსა და ფერადი, ნარინჯისგულა ნექტარას შორის, რომლებიც მხოლოდ ფაინბოსის მხარეში ბუდობენ. რადგან ამ ფრინველებს მოხრილი გრძელი ცილინდრის ფორმა აქვთ, თავიანთი ნისკარტით ძალიან კარგად უდგებიან ყვავილებს. როდესაც ფრინველი თავისი ნისკარტით ნექტარს წოვს ყვავილიდან, მის თავზე მტვერი გროვდება. მთელი წლის განმავლობაში, ერიკას ყვავილობისას, ნექტარა იკმაყოფილებს შიმშილს და ამავე დროს, მცენარეები მისი მეშვეობით იმტვერებიან. რა აღმაფრთოვანებელია ფერდობის გასწვრივ გასეირნება და ამ საოცარი ურთიერთობისთვის თვალის დევნება!
-