საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უშვილო დედაკაცი ხარობს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • [სურათი 220 გვერდზე]

      მონათვლისას იესო სულიწმიდით იქნა ცხებული, რის შემდეგაც ესაიას 54:1 უდიდესი მნიშვნელობით შესრულდა.

  • უშვილო დედაკაცი ხარობს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „დედაკაცი“ ამოცნობილია

      3. სიხარულის რა მიზეზი ექნება უშვილო „დედაკაცს“?

      3 ესაიას 54-ე თავი სასიხარულო ცნობით იწყება: „გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი“ (ესაია 54:1). რა გრძნობით უნდა წარმოთქვამდეს ესაია ამ სიტყვებს! რა დიდი ნუგეში იქნება ბაბილონში მყოფი ტყვეებისთვის ამ წინასწარმეტყველების შესრულება! იმ დროს იერუსალიმი კვლავაც უკაცრიელი იქნება. ადამიანის თვალსაზრისით, არავითარი იმედი არ იარსებებს, რომ ის ოდესმე კვლავ დასახლდება, ისევე როგორც უშვილო ქალს არ აქვს, ჩვეულებრივ, სიბერეში შვილის შეძენის იმედი. მაგრამ ეს „დედაკაცი“ კურთხეულ იქნება მომავალში — მას შვილები შეეძინება. იერუსალიმი უზომოდ გაიხარებს. ის კვლავ გაივსება „შვილებით“, ანუ მცხოვრებლებით.

      4. ა) როგორ გვეხმარება მოციქული პავლე იმის დანახვაში, რომ ესაიას 54-ე თავი ძვ. წ. 537 წლის შემდეგ უფრო მნიშვნელოვნად სრულდება? ბ) რა არის „ზენა იერუსალიმი“?

      4 ესაიას წინასწარმეტყველება განმეორებითაც შესრულდება, თუმცა ესაიამ შეიძლება არაფერი იცის ამის შესახებ. მოციქული პავლე ესაიას წინასწარმეტყველების 54-ე თავიდან ციტირებს და ხსნის, რომ მასში მოხსენიებული დედაკაცით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის წარმოდგენილი, ვიდრე მიწიერი ქალაქი იერუსალიმი. ის წერს: „ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა“ (გალატელთა 4:26). რა არის ეს „ზენა იერუსალიმი“? ცხადია, ის არ არის აღთქმულ მიწაზე არსებული იერუსალიმი, რომელიც არ წარმოადგენს „ზენა“, ანუ ზეციერი სამყაროს ქალაქს. „ზენა იერუსალიმი“ ღვთის ზეციერი „დედაკაცია“ — ძლიერი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი მისი ორგანიზაცია.

      5. გალატელთა 4:22—31-ში მოცემულ წინასწარმეტყველურ სურათში ვინ არის წარმოდგენილი ა) აბრაამით? ბ) სარათი? გ) ისაკით? დ) აგარით? ე) ისმაილით?

      5 მაგრამ როგორ შეიძლება იეჰოვას ორი სიმბოლური დედაკაცი ჰყავდეს — როგორც ზეციერი, ისე მიწიერი? არის თუ არა აქ რაიმე წინააღმდეგობა? სრულიადაც არა. მოციქული პავლე გვიხსნის, რომ ამას ნათელს ჰფენს აბრაამის ოჯახით წარმოდგენილი წინასწარმეტყველური სურათი (გალატელთა 4:22—31; იხილეთ „აბრაამის ოჯახი — წინასწარმეტყველური სურათი“, გვერდი 218). სარა, „თავისუფალი“ ქალი და აბრაამის მეუღლე, წარმოადგენს სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ორგანიზაციას, რომელიც ცოლს არის შედარებული. აგარით კი, რომელიც მხევალი ქალი და აბრაამის მეორე ცოლი იყო, მიწიერი იერუსალიმია წარმოდგენილი.

      6. რა გაგებით იყო ღვთის ზეციერი ორგანიზაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნაყოფო?

      6 ამ ყოველივეს მხედველობაში მიღებით ვხედავთ, თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული ესაიას 54:1-ში. ათწლეულების განმავლობაში უშვილო სარას 90 წლის ასაკში ისაკი შეეძინა. მსგავსად ამისა, იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფო იყო. მაგრამ იეჰოვას ჯერ კიდევ ედემში ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები თავისი „დედაკაცის“ მომავალი „თესლის“ შესახებ (დაბადება 3:15). 2000 წელზე მეტი ხნის შემდეგ იეჰოვამ აღთქმულ თესლთან დაკავშირებით კავშირი შეკრა აბრაამთან. მაგრამ ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ კიდევ მრავალი საუკუნე უნდა მოეცადა, ვიდრე თავის თესლს იხილავდა. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ერთ დროს „უშვილო დედაკაცმა“ ხორციელ ისრაელზე მეტი შვილი შეიძინა. უშვილო დედაკაცის მაგალითი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ნატრობდნენ ასე ძლიერ ანგელოზები ნაწინასწარმეტყველები თესლის მოსვლას (1 პეტრე 1:12). როდის მოხდა ეს?

      7. როდის ჰქონდა „ზენა იერუსალიმს“ სიხარულის მიზეზი, რომლის შესახებაც ესაიას 54:1-შია ნაწინასწარმეტყველები და რატომ პასუხობთ ასე?

      7 დედამიწაზე იესოს დაბადება ნამდვილად სასიხარული იყო ანგელოზებისთვის (ლუკა 2:9—14). მაგრამ ეს არ ყოფილა ესაიას 54:1-ში ნაწინასწარმეტყველები მოვლენა. იესო მხოლოდ ახ. წ. 29 წელს სულიწმიდით შობის შემდეგ გახდა „ზენა იერუსალიმის“ სულიერი ძე, თავად ღვთის მიერ საყოველთაოდ აღიარებული „საყვარელი ძე“ (მარკოზი 1:10, 11; ებრაელთა 1:5; 5:4, 5). სწორედ მაშინ ჰქონდა ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ სიხარულის მიზეზი, რითაც ესაიას 54:1 შესრულდა. საბოლოოდ, მან აღთქმული თესლი, მესია, წარმოშვა! მისი მრავალსაუკუნოვანი უნაყოფობა წარსულს ჩაჰბარდა. მაგრამ მისი სიხარული ამით არ დასრულებულა.

      უშვილო დედაკაცი უამრავ ძეს იძენს

      8. რატომ ჰქონდა სიხარულის მიზეზი ღვთის ზეციერ „დედაკაცს“ აღთქმული თესლის მოსვლის შემდეგ?

      8 იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღვთის ზეციერმა „დედაკაცმა“ სიხარულით მიიღო საყვარელი ძე, როგორც „პირმშო მკვდართაგან“ (კოლასელთა 1:18). ამის შემდეგ მას ბევრი სულიერი ძე შეეძინა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იქნა სულიწმიდით ცხებული, რის საშუალებითაც ისინი იესო ქრისტეს თანამემკვიდრეებად იქნენ აღიარებული. მოგვიანებით მათ კიდევ 3000 შეემატა (იოანე 1:12; საქმეები 1:13—15; 2:1—4, 41; რომაელთა 8:14—16). ამ ძეთა რიცხვი თანდათანობით გაიზარდა. ქრისტიანობაში პირველი განდგომილების გამოჩენიდან რამდენიმე საუკუნის მანძილზე ზრდა თითქმის შეჩერდა. მაგრამ მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო XX საუკუნეში.

      9, 10. რა მნიშვნელობა ექნებოდა სიტყვებს „გააფართოვე შენი კარვის ადგილი“ ძველ დროში კარავში მცხოვრები ქალისთვის და რატომ იქნებოდა ეს სასიხარულო პერიოდი მისთვის?

      9 ესაია ამ მნიშვნელოვანი ზრდის პერიოდის შესახებ განაგრძობს წინასწარმეტყველებას: „გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები. რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ“ (ესაია 54:2—4).

      10 აქ იერუსალიმი, სარას მსგავსად, კარვებში მცხოვრებ მეუღლედ და დედად არის მოხსენიებული. ოჯახის ზრდით კურთხეული ასეთი დედისთვის დროა, სახლის გაფართოებაზე იფიქროს. მას უფრო გრძელი კარვის გადასახურავისა და თოკების გადაჭიმვა, აგრეთვე პალოების გამაგრება სჭირდება. ამ სასიხარულო სამუშაოს შესრულებისას შეიძლება მალე დაავიწყდეს ის წლები, როცა მთელი გულით ნატრობდა შვილებს და წუხდა შთამომავლობაზე.

      11. ა) როგორ იქნა კურთხეული ღვთის ზეციერი „დედაკაცი“ 1914 წელს (იხილეთ სქოლიო). ბ) როგორ იქნენ კურთხეული ცხებული ქრისტიანები 1919 წლიდან?

      11 ასეთი განახლებით მიწიერი იერუსალიმი ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იყო კურთხეული. „ზენა იერუსალიმი“ უფრო მეტად იქნა კურთხეულიa. 1919 წლიდან მისი ცხებული „მოდგმა“ განახლებული სულიერი მდგომარეობით ხარობს (ესაია 61:4; 66:8). ამ მოდგმამ ‘ხალხები დაიმკვიდრა’ ანუ მრავალ ქვეყანაში დაიწყო იმ ადამიანთა ძებნა, რომლებიც მათ სულიერ ოჯახს შეუერთდებოდნენ. ამის შედეგად საოცარი სისწრაფით მოხდა ცხებულ ძეთა შეკრება. მათი სრული რიცხვი, 144000, როგორც ჩანს, XX საუკუნის 30-იან წლებში შეივსო (გამოცხადება 14:3). ამ დროიდან მოყოლებული სამქადაგებლო საქმის ძირითადი მიზანი ცხებულთა შეკრება აღარ ყოფილა. მაგრამ ცხებულთა ზრდა სრულიად არ შემწყდარა.

      12. ცხებულთა გარდა ვისი შეკრება მიმდინარეობს XX საუკუნის 30⁠-იანი წლებიდან?

      12 იესომ თავად იწინასწარმეტყველა, რომ ცხებული ძმებისგან შემდგარი „მცირე სამწყსოს“ გარდა „სხვა ცხვრებსაც“ მოიყვანდა ჭეშმარიტ ქრისტიანთა ფარეხში (ლუკა 12:32; იოანე 10:16). მიუხედავად იმისა, რომ „ზენა იერუსალიმის“ ძეები არ არიან, ცხებულთა ერის ეს ერთგული თანამშრომელნი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რომლის შესახებაც დიდი ხნის წინათ იყო ნაწინასწარმეტყველები (ზაქარია 8:23). XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე „უამრავი ხალხის“ შეკრებამ სასწაულებრივად გააფართოვა ქრისტიანული კრება (გამოცხადება 7:9, 10). დღეს ეს „უამრავი ხალხი“ მილიონებს ითვლის. ასეთი ზრდა ახალ სამეფო დარბაზებზე, საკონგრესო დარბაზებსა და საზოგადოების ფილიალების შენობებზე მოთხოვნას ზრდის. ესაიას სიტყვები ნამდვილად დროულია. რა დიდი უპირატესობაა ამ ნაწინასწარმეტყველებ გაფართოებაში მონაწილეობა!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება