-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი: მზით შემოსილი ქალი, რომელსაც ფეხქვეშ მთვარე ჰქონდა, თავზე კი თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა, ორსულად იყო და კიოდა, რადგან მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა“ (გამოცხადება 12:1, 2).
3. რისი სიმბოლოა ზეციერი ქალი?
3 იოანე ზეცაში პირველად ხედავს ქალს, არა პირდაპირი გაგებით ქალს, არამედ ნიშანს ანუ სიმბოლოს (გამოცხადება 1:1). რისი სიმბოლოა ეს ქალი? ზოგჯერ ღვთის შთაგონებულ წინასწარმეტყველებებში ქალი იმ ორგანიზაციის სიმბოლოა, რომელიც, ასე ვთქვათ, დიდებული პიროვნების ცოლია. ებრაულ წერილებში ისრაელს იეჰოვა ღმერთის ცოლი ეწოდება (იერემია 3:14). ბერძნულ წერილებში სულითცხებული ქრისტიანების კრებას ქრისტეს პატარძალი ეწოდება (გამოცხადება 21:9—14). იოანეს მიერ ნანახი ქალიც გათხოვილია, მან სადაცაა უნდა იმშობიაროს. ვინ არის მისი ქმარი? მოგვიანებით მისი ბავშვი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“ (გამოცხადება 12:5). აქედან ჩანს, რომ იეჰოვა თავს ბავშვის მამად აცხადებს. შესაბამისად, იოანეს ნანახი ქალი იეჰოვას სიმბოლური ცოლი უნდა იყოს.
4. ვინ არიან ღვთის სიმბოლური ცოლის ვაჟები და რას უწოდებს მოციქული პავლე იოანეს ნანახ ქალს?
4 დაახლოებით რვა საუკუნით ადრე იეჰოვამ ასეთი სიტყვებით მიმართა ამ სიმბოლურ ცოლს: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან“ (ესაია 54:5, 13). იესომ გაიმეორა ეს წინასწარმეტყველება და აჩვენა, რომ ეს ვაჟები მისი ერთგული მიმდევრები იყვნენ, რომლებმაც მოგვიანებით ცხებულ ქრისტიანთა კრება ჩამოაყალიბეს (იოანე 6:44, 45). ამ კრების წევრები, რომლებსაც ღვთის ძეები ეწოდებათ, ღვთის სიმბოლური ცოლის შვილებიც არიან (რომაელები 8:14). მოციქული პავლე პირდაპირ განგვიმარტავს: „ზედა იერუსალიმი კი თავისუფალია, ის დედაჩვენია“ (გალატელები 4:26). ამგვარად, იოანეს ნანახი ქალი „ზედა იერუსალიმია“.
-
-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ის ორსულად არის და მშობიარობის ტკივილებით იტანჯება. ის ღვთის დახმარებას ითხოვს, რაც მისი მშობიარობის მოახლოების მაჩვენებელია. ბიბლიაში მშობიარობის ტკივილები ხშირად მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად საჭირო ძალისხმევის აღსაწერად არის გამოყენებული (შეადარეთ ფსალმუნის 90:2; იგავების 25:23; ესაიას 66:7, 8). უდავოა, ამგვარ „მშობიარობის ტკივილებს“ განიცდიდა იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია, როცა ამ მნიშვნელოვანი „მშობიარობისთვის“ ემზადებოდა.
დიდი ალისფერი დრაკონი
7. კიდევ რა ნიშანს ხედავს იოანე ზეცაში?
7 რას ხედავს ამის შემდეგ იოანე? „სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: დიდი ალისფერი დრაკონი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, თავებზე კი შვიდი გვირგვინი ედგა. მან კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების მესამედს და დედამიწაზე გადმოყარა. დრაკონი იდგა მშობიარე ქალის წინ, რათა, როცა იმშობიარებდა, შთაენთქა მისი ბავშვი“ (გამოცხადება 12:3, 4).
8. ა) ვინ არის დიდი ალისფერი დრაკონი? ბ) რისი სიმბოლოა დრაკონის შვიდი თავი, ათი რქა და თითოეულ თავზე დადგმული გვირგვინი?
8 ეს დრაკონი სატანაა, „ძველი გველი“ (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:15).
-
-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ის ქალის მშობიარობას ელოდება. მას სურს ახალშობილის შთანთქმა, რადგან იცის, რომ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მის, ასევე მის ძალაუფლებაში მყოფი ქვეყნიერების არსებობას (იოანე 14:30).
ვაჟი
11. როგორ აღწერს იოანე ბავშვის დაბადებას, და რატომ იყენებს ის ორ სიტყვას ბავშვის სქესის საჩვენებლად?
11 უცხოტომელთათვის დანიშნული დრო, როცა მათ შეეძლოთ ღვთისგან დამოუკიდებლად ემმართველათ, 1914 წელს დასრულდა (ლუკა 21:24). მაშინ, ზუსტად დადგენილ დროს, ქალმა იმშობიარა: „შვა ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან. ქალი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც ღმერთს მისთვის ადგილი ჰქონდა მომზადებული, რათა ეკვებათ იქ ათას ორას სამოც დღეს“ (გამოცხადება 12:5, 6). ბერძნულ ტექსტში იოანე ორ სიტყვას იყენებს: ვაჟს და მამრს. რატომ იყენებს იოანე ორ სიტყვას? ამით იოანეს იმის ჩვენება უნდა, რომ ბავშვს აქვს უნარი და სათანადო ძალა, მართოს ერები. ეს იმასაც უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა ამ ბავშვის დაბადება. ვაჟი გადამწყვეტ როლს შეასრულებს ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულებაში, რადგან მან უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“.
12. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ იესოს შესახებ „ფსალმუნებში“? ბ) რას ნიშნავს ვაჟის დაბადება, რომელმაც უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“?
12 ეს ფრაზა ნაცნობია ჩვენთვის, რადგან იეჰოვამ წინასწარმეტყველებისას იესოს ასე მიმართა: „დალეწავ მათ რკინის კვერთხით და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“ (ფსალმუნი 2:9). მასზე ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები: «იეჰოვა შენი ძლიერების კვერთხს გამოგიგზავნის სიონიდან და გეტყვის: „იბატონე შენს მტრებს შორის“ » (ფსალმუნი 110:2). ამიტომ აშკარაა, რომ ბავშვის დაბადება, რაც იოანემ იხილა, იესო ქრისტეს ეხება. თუმცა აქ არ იგულისხმება ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის დაწყებამდე იესოს დაბადება ქალწულისგან და არც ახ. წ. 33 წელს მისი აღდგომა სულიერ ქმნილებად. აქ არც სულის გარდასახვაა ნაგულისხმები, არამედ საუბარია 1914 წელს ღვთის სამეფოს დაბადებაზე, რომლის მეფეა ამაღლებიდან ოცი საუკუნის განმავლობაში ზეცაში მყოფი იესო ქრისტე (გამოცხადება 12:10).
13. რას ნიშნავს ის, რომ ვაჟი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“?
13 იეჰოვა არასოდეს მისცემდა სატანას მისი ცოლისა და ახალშობილი ვაჟის შთანთქმის ნებას. დაბადებისთანავე ვაჟი „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“. ამგვარად იეჰოვა იცავს და მზრუნველობას არ აკლებს ამ ახალდაბადებულ სამეფოს, რომლის მეშვეობითაც ის თავის წმინდა სახელს განწმენდს.
-