-
„გული დაეწვა“„მოდი და გამომყევი“
-
-
თავი 15
„გული დაეწვა“
„თვალი აგვიხილე, უფალო“.
1—3. ა) როგორ მოიქცა იესო, როცა ორი უსინათლო შველას სთხოვდა? ბ) რა იგულისხმება სიტყვებში „გული დაეწვა“? (იხილე სქოლიო).
იერიხონთან ახლოს ორი უსინათლო ყოველდღე გზის პირას ჯდებოდა, იქ, სადაც ხალხი მიმოდიოდა, და მოწყალებას ითხოვდა. ერთ დღეს მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
2 მათხოვრებს მოულოდნელად აურზაურის ხმა შემოესმათ. ერთ-ერთმა იკითხა, თუ რა ხდებოდა, და შეიტყვეს, რომ იესო ნაზარეთელი მოდიოდა. იესო უკანასკნელად მიდიოდა იერუსალიმში, თან დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა. უსინათლოებმა ყვირილი მორთეს: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“ აღშფოთებული ხალხი აჩუმებდა მათ, მაგრამ ამაოდ. უსინათლოები კვლავაც გაჰყვიროდნენ.
3 იესომ გაიგო მათი ხმა, რომელიც დიდძალი ხალხის ხმაურს ფარავდა. რას გააკეთებდა იესო, მაშინ როცა ათასი საფიქრალი ჰქონდა? დედამიწაზე ცხოვრების ბოლო კვირაღა რჩებოდა. მან იცოდა, რომ იერუსალიმში ტანჯვა-წამებით სიკვდილი ელოდა. მიუხედავად ამისა, იესომ ყური არ წაუყრუა მათ ყვირილს. გაჩერდა და მოითხოვა, უსინათლოები მასთან მიეყვანათ. ისინი ეხვეწებოდნენ, უფალო, თვალი აგვიხილეო. იესოს „გული დაეწვა“a, თვალებზე შეეხო და მხედველობა დაუბრუნა. ისინი მაშინვე გაჰყვნენ იესოს (ლუკა 18:35—43; მათე 20:29—34).
-