საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როდის მოვა ღვთის სამეფო?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
    • 2 დღეს ბევრს აღენიშნება დაახლოებით მსგავსი სახის „სიბრმავე“, როცა საკითხი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხება. შესაძლოა, ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ 1914 წლიდან მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ ვერ ხვდებიან ამ მოვლენების ნამდვილ მნიშვნელობას. მკვლევრებმა ვიცით, რომ 1914 წელს იესო ზეცაში გამეფდა და ამით ნაწილობრივ მოვიდა ღვთის სამეფო. მაგრამ ისიც ვიცით, რომ სიტყვები, „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“, ჯერ ბოლომდე არ შესრულებულა (მათ. 6:10). ცხადია, ეს სიტყვები ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულზე მიუთითებს. და როცა ეს მოხდება, მხოლოდ მაშინ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე, როგორც ზეცაში სრულდება.

      3. რას გვაძლევს ღვთის სიტყვის სწავლა?

      3 ჩვენ რეგულარულად ვიკვლევთ ღვთის სიტყვას და ვხედავთ, რომ ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ჩვენს პერიოდში სრულდება. სამწუხაროდ, ამას ხალხი ვერ ამჩნევს. ისინი ზედმეტად არიან გართულნი ყოფითით და მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ 1914 წლიდან იესო მმართველობს და რომ ის მალე აღასრულებს ღვთის სამართალს.

  • როდის მოვა ღვთის სამეფო?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
    • 7. რატომ ვერ ხვდება ბევრი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტ მნიშვნელობას?

      7 რატომ ვერ ხვდება ხალხთა უმრავლესობა იმას, რომ ღვთის სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში, მაშინ როცა ამის შესახებ უამრავი მტკიცებულება არსებობს? რატომ ვერ ხედავენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირს, რის შესახებაც ღვთის ხალხი უკვე დიდი ხანია აუწყებს? ისე ხომ არ გამოდის, რომ ხედავენ მხოლოდ იმას, რის დანახვაც სურთ? (2 კორ. 5:7). იმდენად ხომ არ არიან გადართულნი თავიანთ ცხოვრებაზე, რომ „დაბრმავებულნი“ არიან და ვეღარ ამჩნევენ ღვთის საქმეებს? (მათ. 24:37—39). სატანის პროპაგანდას ხომ არ არიან აყოლილნი? (2 კორ. 4:4). რწმენა და სულიერი ხედვაა საჭირო იმის დასანახად, რაც სულიერ სამყაროში ხდება. უბედნიერესი ხალხი ვართ, რომ არა ვართ „ბრმები“ და ვხედავთ, თუ რა ხდება სინამდვილეში!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება