საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სათანადოდ დააფასეთ თქვენთვის ბოძებული ძღვენი — სიცოცხლე
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
    • [ჩარჩო 16 გვერდზე]

      ვის სისხლს შეუძლია სიცოცხლის ხსნა?

      «გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი [„ძის“, აქ] სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28).

      „ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით“ (რომაელთა 5:9).

      „არ გაგაჩნდათ იმედი და უღმერთონი იყავით წუთისოფელში. ახლა კი თქვენ იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით“ (ეფესელთა 2:12, 13).

      „რადგან ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე და მისი მეშვეობით შეერიგებინა თავისთან ყოველივე . . . იმით, რომ მშვიდობას დაამყარებდა მის მიერ წამების ბოძზე დაღვრილი სისხლით“ (კოლასელთა 1:19, 20, აქ).

      „ამრიგად, ძმანო . . . გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით“ (ებრაელთა 10:19).

      „იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19).

      „თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან“ (1 იოანე 1:7).

      „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ (გამოცხადება 5:9).

      „გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი . . . გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით“ (გამოცხადება 12:10, 11).

  • სათანადოდ დააფასეთ თქვენთვის ბოძებული ძღვენი — სიცოცხლე
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
    • ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისას ხშირად შეხვდებით მონაკვეთებს, სადაც „ქრისტეს სისხლია“ მოხსენიებული (იხილეთ ჩარჩო). აქედან ნათლად ჩანს, რომ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოავლინოს რწმენა ‘მისი [ქრისტეს] სისხლისადმი’ (რომაელთა 3:25, აქ). ღვთისგან მიტევების მიღება და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ ‘მისი [იესოს] სისხლის’ მეშვეობით არის შესაძლებელი (კოლასელთა 1:20). ეს, რა თქმა უნდა, ეხება მათ, ვისთანაც იესომ ზეცაში თანამეფეებად ყოფნის შესახებ განსაკუთრებული შეთანხმება დადო (ლუკა 22:20, 28—30; 1 კორინთელთა 11:25; ებრაელთა 13:20). იგი ეხება დღეს მცხოვრებ „უამრავ ხალხსაც“, რომლებიც მომავალ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ და მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ისინი ‘ირეცხავენ თავიანთ სამოსს კრავის სისხლით’ (გამოცხადება 7:9, 14).

      19, 20. ა) რატომ გადაწყვიტა ღმერთმა სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით აკრძალვების მიცემა და რას უნდა ვგრძნობდეთ ამასთან დაკავშირებით? ბ) რისი გაგება უნდა გვაინტერესებდეს?

      19 ცხადია, ღვთის თვალში სისხლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სისხლისადმი ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. შემოქმედს, რომლისთვისაც სიცოცხლე ასე მნიშვნელოვანია, აქვს უფლება, მიუთითოს ადამიანებს, როგორ გამოიყენონ სისხლი. ღმერთი ძალიან ზრუნავს ჩვენს სიცოცხლეზე და ამიტომ გადაწყვიტა, სისხლი განსაკუთრებული სახით გამოეყენებინა; სისხლის მხოლოდ ამგვარად გამოყენება გახდიდა შესაძლებელს ადამიანებისთვის მარადიულ ცხოვრებას. ამისათვის იესოს ძვირფასი სისხლი იყო საჭირო. რა მადლიერები ვართ იეჰოვა ღმერთის, რომ სისხლი — იესოს სისხლი — ჩვენს სასიკეთოდ გამოიყენა და, ამგვარად, ხსნის შესაძლებლობა მოგვცა! აგრეთვე უდიდეს მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ იესოს მიმართ, რომელმაც ჩვენთვის მსხვერპლად საკუთარი სისხლი დაღვარა! ჩვენც ვიზიარებთ მოციქულ იოანეს გრძნობებს, რომელმაც თქვა: „მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (გამოცხადება 1:5, 6).

      20 ჩვენმა ყოვლადბრძენმა ღმერთმა და სიცოცხლის შემოქმედმა დიდი ხანია სისხლს სიცოცხლის ხსნის დანიშნულება მიანიჭა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება