საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნებისმიერ კარიერაზე გაცილებით ძვირფასი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • 1997 წელს ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართა ერთმა ნოვოსიბირსკელმა ქალმა, რომლის ერთი წლის ბიჭუნას, პავლეს, სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია. იმ დროისთვის რუსეთში უსისხლოდ ოპერაციების გაკეთება მხოლოდ რამდენიმე გამოცდილ ექიმს შეეძლო. ჩვენ დავთანხმდით, რომ ვიპოვიდით ექიმს, რომელიც ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით გაუკეთებდა ბავშვს ოპერაციას.

      ყაზანში მალე ვიპოვეთ გულის ქირურგიის კლინიკა, სადაც ექიმები პატარა პავლეს ოპერაციას გაუკეთებდნენ. მას თანდაყოლილი სერიოზული გულის ანომალია ჰქონდა, რომელსაც „ფალოს ტეტრადა“ ჰქვია. 1997 წლის 31 მარტს პავლეს ოპერაცია უსისხლოდ გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. სამ აპრილს გაზეთი „ვეჩერნაია კაზან“ იუწყებოდა: „პატარა ბიჭუნა თავს კარგად გრძნობს და მას აღარ სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა . . . თერთმეტი თვის განმავლობაში პავლიკას დედამ პირველად ამოისუნთქა შვებით“. ოპერაციის შემდეგ პავლე მალე მომჯობინდა და თავისი პირველი ნაბიჯები საავადმყოფოს კორიდორში გადადგა.

      პავლეს დღეს კარგი ჯანმრთელობა აქვს და ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მას უყვარს ცურვა, ციგურებით სრიალი და ფეხბურთის თამაში. პავლე მერვე კლასშია. ის იეჰოვას მოწმეა და დედასთან ერთად ნოვოსიბირსკში ემსახურება ღმერთს. მას შემდეგ, რაც პავლეს ოპერაცია გაუკეთდა, იმავე კლინიკაში ექიმებმა რამდენიმე იეჰოვას მოწმე პაციენტსაც უსისხლოდ გაუკეთეს ოპერაცია.

  • ნებისმიერ კარიერაზე გაცილებით ძვირფასი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • [სურათი 15 გვერდზე]

      პავლე და დედამისი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება