საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როცა უსინათლო ვიყავი, თვალი სწორედ მაშინ ამეხილა
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მაისი
    • ამავე დროს, საქმე მქონდა უბედური შემთხვევების არაერთ მსხვერპლთან და დამამწუხრებელი იყო, როცა ისინი სისხლის გადასხმის გამო იღუპებოდნენ. დღემდე მახსოვს, რამდენად რთული იყო სისხლის გადასხმით გამოწვეული გართულებების გამო დაღუპული პაციენტების ნათესავებთან დალაპარაკება. ხშირ შემთხვევაში ნათესავები ვერ იგებდნენ, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზი სისხლის გადასხმა იყო. ექიმები მათ სხვა მიზეზებს ეუბნებოდნენ. მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, მაგრამ მახსოვს, რომ სისხლის გადასხმისადმი მაინცდამაინც დადებითად არ ვიყავი განწყობილი და ბოლოს ეჭვის თვალით დავუწყე ყურება. ნეტავ სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით იეჰოვას კანონი მცოდნოდა! მაშინ, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობაში აღარ ვიქნებოდი (საქმეები 15:19, 20).

  • როცა უსინათლო ვიყავი, თვალი სწორედ მაშინ ამეხილა
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მაისი
    • მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს ყოველთვის თვალყურს ვადევნებ. აგრეთვე პირადად ჩავატარე გამოკვლევები სისხლის გადასხმის რისკის, ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობის, პაციენტის უფლებების დაცვისა და ბიოეთიკის საკითხებზე. მქონდა იმის შესაძლებლობებიც, რომ ეს ინფორმაცია გამეზიარებინა სხვა ექიმებისთვის სამედიცინო სემინარებზე სიტყვით გამოსვლისას. 1994 წელს დავესწარი უსისხლო ქირურგიის პირველ კონგრესს რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) და მოხსენებითაც გამოვედი სისხლდენების თემაზე. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ შესულია ჩემ მიერ დაწერილ სტატიაში „სტრატეგიული წინადადება სისხლდენის გარეშე მკურნალობისთვის“ (Una propuesta: Estrategias para el Tratamiento de las Hemorragias), რომელიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ჰემოთერაპიაში“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება