-
ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილებიგამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
-
-
რისკ-ფაქტორების შემცირება
„ორსული ქალებისთვის ყველაზე სახიფათოა მშობიარობა და მისი შემდგომი პერიოდი“, — ამბობს ჯოი პუმაპი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი განყოფილების გენერალური დირექტორის ყოფილი ასისტენტი. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ასეთ კრიტიკულ დროს მშობლის ან შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს? მშობლებმა წინასწარ გარკვეული ზომები უნდა მიიღონ, რაც არცთუ ისე რთულია.b ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ბიბლიის საფუძველზე უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე ან სურს, რომ თავიდან აირიდოს სისხლის გადასხმით გამოწვეული შესაძლო გართულებები (საქმეები 15:20, 28, 29).
პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ექიმსა და ბებიაქალს უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით სათანადო გამოცდილება აქვთ. გონიერი მშობლები წინასწარ შეამოწმებენ, მზად არის თუ არა სამშობიაროს მედპერსონალი ამ საკითხში მათთან თანამშრომლობისთვის.c მშობლებს შეუძლიათ შემდეგი ორი კითხვა დაუსვან ექიმს: 1) რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ დედა ან ბავშვი დიდი რაოდენობით სისხლს დაკარგავს ან სხვა გართულებები იჩენს თავს? 2) თუ თქვენი არყოფნის პერიოდში პაციენტს მშობიარობა დაეწყება, მოეკიდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას პატივისცემით?
-
-
ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილებიგამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
-
-
c იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარს ბავშვის დაბადებამდე კონსულტაციისთვის შეუძლია მიმართოს ადგილობრივ საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტს (საურკო), რომელიც იეჰოვას მოწმეებისთვის არის შექმნილი. ამ კომიტეტის წევრები საავადმყოფოებსა და ექიმებს აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უმკურნალონ უსისხლოდ იეჰოვას მოწმე პაციენტებს. გარდა ამისა, საურკოს წევრები ეხმარებიან იეჰოვას მოწმეებს ისეთი ექიმის პოვნაში, რომელიც პატივს სცემს პაციენტის მრწამსს და აქვს უსისხლოდ მკურნალობის გამოცდილება.
-