სპეციალისტები განიხილავენ სისხლის ალტერნატივებს
შაბათს, 1995 წლის 7 ოქტომბერს კლივლენდში (ოჰაიოს შტატი), მთელი შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 200 სპეციალისტი შეხვდა ერთმანეთს, რათა განეხილათ სამედიცინო დარგში მზარდი ინტერესის გამომწვევი საკითხი: უსისხლო თერაპია და ქირურგიული ოპერაციები.
განხილვას რამდენიმე რთული შემთხვევა დაექვემდებარა. მაგალითად, რა შეიძლება გაკეთდეს, თუ პაციენტი მწვავე ანემიით იტანჯება? როგორ შეიძლება ძალიან ნაადრევად დაბადებული ბავშვის მკურნალობა სისხლის გარეშე? შესაძლებელია თუ არა, რომ გულის ქირურგიული ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე წარმატებულად ჩატარდეს? საინტერესო ფაქტია, რომ სისხლის გამოყენების გარეშე ქირურგიული ოპერაციები — ხშირად, ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც სხეულს სისხლის მარაგის აღდგენაში — უკვე ტარდება ყველა ასეთ შემთხვევაში კარგი შედეგებითa.
რატომ არის საჭირო სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდები? „ჩვენ მივხვდით, რომ, ხშირად, სისხლის გადასხმის დროს გადადის განსხვავებული დაავადებები, განსაკუთრებით კი ჰეპატიტი“ — ამბობს შერენ ვერნონი, კლივლენდში, წმინდა ვინსენტის მოწყალების ჰოსპიტალში, არსებული უსისხლო თერაპიისა და ქირურგიული ოპერაციების ცენტრის დირექტორი. ის აგრძელებს: „სისხლმა არანაირი ინფექციაც რომ არ გადაიტანოს, მას იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება შეუძლია“. თუმცა სისხლის გამოკვლევის შედეგად შიდს-ის გადადების შემთხვევები შემცირებულია, მაინც არსებობს მრავალი დაავადება, რომლებსაც ასეთი გამოკვლევები ვერ ამჟღავნებს. და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მომზადებას მოითხოვს, სისხლის გარეშე ქირურგიული ოპერაციები ძალიან ეკონომიურია საავადმყოფოებისთვის, რადგან აუქმებს იურიდიულ პრობლემებს, რომლებიც პაციენტისთვის ინფიცირებული სისხლის გადასხმის შემთხვევაში შეიძლება წამოიჭრას.
იეჰოვას მოწმეებისთვის სისხლის გადასხმის არიდების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს: მას კრძალავს ღმერთის კანონი (საქ. 15:29). მაგრამ მათ სურთ, მიიღონ შესაძლებელი საუკეთესო სამედიცინო მკურნალობა. ამრიგად, ისინი თანამშრომლობენ ექიმებთან, რომლებიც ინიციატივას იღებენ სისხლის გამოყენების გარეშე სამედიცინო მკურნალობის გამოკვლევაში. ასეთი მკურნალობა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს კი არ ეხმარება, არამედ, აგრეთვე მრავალ სხვა ადამიანს, რომლებსაც აწუხებთ სისხლის გადასხმით გამოწვეული საშიშროება.
[სქოლიოები]
a იხილე ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გამოცემული 1993 წლის 22 ნოემბერს, გვერდები 24–27 (ინგლ.) და 1996 წლის 22 იანვარს, გვერდი 31 (ინგლ.).
[საავტორო უფლება 31 გვერდზე]
WHO photo by P. Almasy