საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გეწევათ იეჰოვას კურთხევა?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 სექტემბერი
    • ბოყაზი ღმერთს უგონებდა

      10. რა ჰქონდათ საერთო ბოყაზსა და ნაბალს?

      10 თუმცა ბოყაზი და ნაბალი ერთმანეთის თანამედროვენი არ ყოფილან, რაღაც საერთო ჰქონდათ. მაგალითად, ორივე იუდას მიწაზე ცხოვრობდა. ორივე შეძლებული მიწათმფლობელი იყო და ორივეს გაჭირვებულთათვის გულმოწყალების გამოვლენის განსაკუთრებული შესაძლებლობა ჰქონდა. მაგრამ მათ შორის მსგავსება ზუსტად აქ მთავრდება.

      11. როგორ ცხადყო ბოყაზმა, რომ ყოველთვის უგონებდა იეჰოვას?

      11 ბოყაზი იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ისრაელს მსაჯულები მართავდნენ. იგი ადამიანებს პატივისცემით ეპყრობოდა, და თავისი მომკელებიც დიდ პატივს სცემდნენ (რუთი 2:4). ბოყაზი რჯულის თანახმად მოქმედებდა და სამკალში მკის დროს დაცვენილ თავთავებს ტოვებდა, რათა გაჭირვებულებსა და ღარიბ-ღატაკებს მოეკრიფათ (ლევიანნი 19:9, 10). როგორ მოიქცა ბოყაზი, როდესაც რუთისა და ნაყომის შესახებ შეიტყო და დაინახა, თუ როგორ ზრუნავდა რუთი თავის მოხუც დედამთილზე? იგი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა რუთს და თავის მუშებს უბრძანა, რომ მისთვის ყანაში დაცვენილი თავთავების აკრეფის საშუალება მიეცათ. თავისი საუბრითა და სიყვარულით გაკეთებული საქმეებით ბოყაზმა ცხადყო, რომ სულიერი ადამიანი იყო, რომელიც იეჰოვას უგონებდა. ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილება და კურთხევა დაიმსახურა (ლევიანნი 19:18; რუთი 2:5—16).

      12, 13. ა) როგორ ცხადყო ბოყაზმა, რომ ღრმა პატივისცემით ეპყრობოდა იეჰოვას კანონს, რომელიც გამოხსნასთან იყო დაკავშირებული? ბ) რა კურთხევები ეწია ბოყაზს ღვთისგან?

      12 ბოყაზი რომ ყოველთვის უგონებდა იეჰოვას, ყველაზე თვალსაჩინოდ დაადასტურა მისმა უანგარო მოქმედებამ ღვთის იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც გამოხსნას ეხებოდა. ბოყაზმა ყველაფერი იღონა, რომ თავისი ნათესავის — ნაყომის განსვენებული მეუღლის, ელიმელექის — მემკვიდრეობა მის ოჯახს დარჩენოდა. დაქვრივებული ქალი „ლევირატული ქორწინებით“ უნდა მისთხოვებოდა გარდაცვლილი მეუღლის უახლოეს ნათესავს და ვაჟიშვილს, რომელიც მათ შეეძინებოდათ, მემკვიდრეობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებოდა (მეორე რჯული 25:5—10 [თეცე 25:5—10, თორა, 1995]; ლევიანნი 25:47—49). ამგვარი ქორწინების ვალდებულება რუთმა იკისრა ნაყომის ნაცვლად, რომელსაც ასაკის გამო ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო. მას შემდეგ, რაც ელიმელექის შედარებით უფრო ახლო ნათესავმა უარი თქვა ნაყომისთვის დახმარების გაწევაზე, ბოყაზმა თავად მოიყვანა რუთი ცოლად. მათი ვაჟიშვილი ობედი ნაყომის შთამომავლად და ელიმელექის კანონიერ მემკვიდრედ ითვლებოდა (რუთი 2:19, 20; 4:1, 6, 9, 13—16).

      13 უხვი კურთხევები ეწია ბოყაზს იმის გამო, რომ ასე უანგაროდ მოქმედებდა ღვთის კანონის თანახმად. თავიანთი ვაჟის, ობედის, მეშვეობით ის და რუთი დიდი უპირატესობით იქნენ კურთხეული — ისინი იესო ქრისტეს წინაპრები გახდნენ (რუთი 2:12; 4:13, 21, 22; მათე 1:1, 5, 6). ბოყაზის უანგარო საქციელიდან ვსწავლობთ, რომ კურთხევები ეწევა მათ, ვინც სიყვარულს ავლენს სხვებისადმი და ღვთის მოთხოვნების თანახმად მოქმედებს.

  • გეწევათ იეჰოვას კურთხევა?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 სექტემბერი
    • 16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ბოყაზს და უარი ვთქვათ ნაბალის გზებით სიარულზე?

      16 რაოდენ დიდი სხვაობა იყო ბოყაზსა და ნაბალს შორის! მოდი უარვყოთ ნაბალის უკმეხობა და მისი ეგოისტური გზები და ბოყაზს მივბაძოთ სიკეთისა და უანგარობის გამოვლენაში (ებრაელთა 13:16, სსგ). თუ გვინდა, რომ ასე მოვიქცეთ, პავლე მოციქულის რჩევა უნდა ვიღოთ ყურად: „ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი, 1990“). დღეს იესოს „სხვა ცხვრებს“, ქრისტიანებს, რომლებსაც მიწიერი იმედი აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, სიკეთე გაუკეთონ იეჰოვას ცხებულებს, 144000-ის დარჩენილი ნაწილის წევრებს, რომლებიც უკვდავებას მიიღებენ ზეცაში (იოანე 10:16; 1 კორინთელთა 15:50—53; გამოცხადება 14:1, 4). სიყვარულით გაკეთებულ ასეთ საქმეებს იესო ისე უყურებს, როგორც პირადად მისთვის გაკეთებულს, და ასეთი სანაქებო საქმეების ქმნას იეჰოვას უხვი კურთხევები მოაქვს (მათე 25:34—40; 1 იოანე 3:18).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება