-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
13. კიდევ რას ვიგებთ გადარჩენილებზე ესაიას 4:3-დან, რომელთაც იეჰოვა შეიწყალებს?
13 ესაია ახლა უფრო დაწვრილებით გვიყვება გადარჩენილებზე, რომელთაც იეჰოვა შეიწყალებს: «სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია [„ჩაწერილია“, აქ] იერუსალიმში სასიცოცხლოდ» (ესაია 4:3).
-
-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
15. ა) იუდაელთა რომელ წესს შეგვახსენებს ‘იერუსალიმში სასიცოცხლოდ ჩაწერა’? ბ) რა გამომაფხიზლებელ გაფრთხილებას ვხედავთ ესაიას სიტყვებში?
15 იცხოვრებენ თუ არა ეს ღვთის ერთგული იუდაელები იქ? ესაია აღგვითქვამს, რომ ისინი ‘იერუსალიმში სასიცოცხლოდ იქნებიან ჩაწერილი’. ეს შეგვახსენებს, რომ იუდაელებს წესად ჰქონდათ ისრაელთა ოჯახებისა და ტომების შესახებ ზუსტი ჩანაწერების წარმოება (ნეემია 7:5). აღწერილთა შორის ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი ცოცხალი იყო, რადგან სიკვდილის შემდეგ მისი სახელი ნუსხიდან იშლებოდა. ბიბლიის სხვა ადგილებში ვკითხულობთ ფიგურალური ნუსხის, ანუ წიგნის შესახებ, რომელშიც მათი სახელებია ჩაწერილი, ვისაც იეჰოვა სიცოცხლით აჯილდოებს. მაგრამ ამ წიგნში რომ ვინმეს სახელი ეწეროს, ის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან იეჰოვას იქიდან „ამოშლაც“ შეუძლია (გამოსვლა 32:32, 33; ფსალმუნი 68:29). ასე რომ, ესაიას სიტყვებში გამომაფხიზლებელ გაფრთხილებას ვხედავთ — ტყვეობიდან დაბრუნებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში იცხოვრებდნენ აღდგენილ მიწა-წყალზე, თუ წმინდები დარჩებოდნენ ღვთის თვალში.
-
-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
17. ვის სახელებს იწერს იეჰოვა თავის „სიცოცხლის წიგნში“ და რას უნდა ვეცადოთ ყოველმხრივ?
17 გავიხსენოთ, რომ იეჰოვამ შენიშნა, ვინ იყო წმინდა ისრაელში და ‘სასიცოცხლოდ ჩაწერა’ ისინი. ამნაირადვე, იეჰოვა დღესაც ხედავს ჩვენს მცდელობას, წმინდები ვიყოთ როგორც აზროვნებით, ისე სხეულით და ‘შევწიროთ ჩვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად’ (რომაელთა 12:1). ყველას, ვინც ამგვარად ცხოვრობს, ღმერთი იწერს თავის „სიცოცხლის წიგნში“ — ფიგურალურ ნუსხაში, სადაც იმ ადამიანების სახელებია ჩაწერილი, ვისაც ზეცაში თუ დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს მისცემს (ფილიპელთა 4:3; მალაქია 3:16). მაშ, ყოველმხრივ ვეცადოთ, სიწმინდე შევინარჩუნოთ ღვთის თვალში, რათა ჩვენი სახელები ჩაწერილი დარჩეს ამ ძვირფას „წიგნში“ (გამოცხადება 3:5).
-