საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩაწერილია შენი სახელი სიცოცხლის წიგნში?
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მძლეველი თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება. მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს მამაჩემისა და მისი ანგელოზების წინაშე“ (გამოცხადება 3:4, 5).

  • ჩაწერილია შენი სახელი სიცოცხლის წიგნში?
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • სიცოცხლის წიგნში სამარადისოდ ჩაწერილნი

      14. რა არის „სიცოცხლის წიგნი“ და ვისი სახელებია მასში ჩაწერილი?

      14 რა არის „სიცოცხლის წიგნი“ და ვისი სახელები დარჩება მასში? სიცოცხლის წიგნში ანუ გრაგნილში იგულისხმება იეჰოვას იმ მსახურთა ნუსხა, რომლებიც ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (მალაქია 3:16). „გამოცხადებაში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხებული ქრისტიანების სახელებს, მაგრამ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია მათი სახელებიც, ვისაც დედამიწაზე ელის მარადიული სიცოცხლე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნიდან სახელების „ამოშლაც“ შესაძლებელია (გამოსვლა 32:32, 33). იოანეს კლასის წევრები, რომელთა სახელებიც მათ სიკვდილამდე დარჩება სიცოცხლის წიგნში, ზეცაში უკვდავებას მიიღებენ (გამოცხადება 2:10). ეს მათი სახელებია, ვისაც იესო თავისი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე ცნობს. ეს მართლაც დიდებული ჯილდოა!

      15. რა შემთხვევაში ჩაიწერება სამარადისოდ უამრავი ხალხის სახელები სიცოცხლის წიგნში?

      15 უამრავი ხალხი, რომელთა სახელებიც სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი, გადაურჩება დიდ გასაჭირს. და თუ კვლავაც გამოავლენენ რწმენას იესოს ათასწლიანი მეფობისა და საბოლოო გამოცდის დროს, ისინი მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (დანიელი 12:1; გამოცხადება 7:9, 14; 20:15; 21:4). მაშინ მათი სახელები სამარადისოდ ჩაიწერება სიცოცხლის წიგნში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება