საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგების საშუალებები — ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 9, 10. რა როლი შეასრულა ბიბლიის შესასწავლმა სახელმძღვანელოებმა ჭეშმარიტების თესლის თესვასა და მორწყვაში?

      9 იეჰოვას ორგანიზაციამ აგრეთვე გამოსცა ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელოები, საიდანაც მაუწყებლებმა ძირითადი ბიბლიური სწავლებების უკეთ ახსნა ისწავლეს. მაგალითად, 1968 წელს გამოიცა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, რომლის გამოცემასაც სასურველი შედეგი მოჰყვა. 1968 წლის ნოემბრის „სამეფო მსახურებაში“ აღნიშნული იყო: «წიგნ „ჭეშმარიტებაზე“ მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ სექტემბერში ჩვენი საზოგადოების ბრუკლინის სტამბაში ძმებმა ღამის ცვლაშიც დაიწყეს მუშაობა». ამავე „სამეფო მსახურებაში“ ეწერა: «აგვისტოში წიგნ „ჭეშმარიტებაზე“ მზარდმა მოთხოვნილებამ მარაგში არსებულ რაოდენობას მილიონ-ნახევრით გადააჭარბა». 1982 წლისთვის ეს წიგნი 116 ენაზე იყო ნათარგმნი და მისი ტირაჟი 100 მილიონს აღემატებოდა. 14 წლის განმავლობაში, 1968—1982 წლებში, ამ წიგნის წყალობით სამეფოს მაუწყებელთა რიგებს მილიონზე მეტი ადამიანი შეემატა.b

      10 ბიბლიის შესასწავლი კიდევ ერთი შესანიშნავი სახელმძღვანელო „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 2005 წელს გამოიცა. დღემდე უკვე გამოცემულია ამ წიგნის 200 მილიონი ეგზემპლარი 256 ენაზე. რა შედეგი მოჰყვა ამას? სულ რაღაც შვიდ წელიწადში, კერძოდ 2005—2012 წლებში, სასიხარულო ცნობის მაუწყებელთა რიგებს 1, 2 მილიონი ადამიანი შეემატა. ამავე პერიოდში ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვი 6 მილიონიდან თითქმის 9 მილიონამდე გაიზარდა.

  • ქადაგების საშუალებები — ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • b ზოგიერთი სახელმძღვანელო, რომლებიც მაუწყებლებს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებაში დაეხმარა, იყო: „ღვთის ქნარი“ (1921 წ.), „დაე, მართალი იყოს ღმერთი“ (1946 წ.), „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (1982 წ.) და „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (1995 წ.).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება