საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • ადამიანის ტვინი

      ტვინს აქვს არაჩვეულებრივი უნარი, გაშიფროს გრძნობის ორგანოების ნერვული დაბოლოებებიდან მიღებული სიგნალები. უფრო მეტიც, ის აკავშირებს ამ სიგნალებს ჩვენს მეხსიერებაში შემონახულ ინფორმაციის დეტალებთან. ამიტომ არის, რომ ამა თუ იმ სურნელზე ტვინი დაუყოვნებლივ რეაგირებს და გვახსენებს კარგა ხნის დავიწყებულ შემთხვევას ან მოვლენას. თუ ნაცნობი საგნის დეტალს დაინახავთ, მაგალითად, თქვენი კატის კუდის წვერს, ტვინი უმალ შეავსებს გამოტოვებულ დეტალებს და მიხვდებით, რომ კატა იქვე ახლოსაა.

      რასაკვირველია, ჩვენი ტვინი წინასწარ არ იყო დაპროგრამებული საიმისოდ, რომ ავტომატურად ამოეცნო კატების გამოსახულებები, წყლის ხმაური, ეგრძნო ვარდების სურნელი და შეხებისას ბეწვი. თქვენმა ტვინმა მოვლენისა თუ საგნის ერთმანეთთან დაკავშირება ისწავლა.

  • დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • [ჩარჩო 7 გვერდზე]

      ჩვენი საოცარი ტვინი

      მეცნიერებს საგონებელში აგდებთ ის, თუ როგორ აღიქვამს ტვინი სხვადასხვა შეგრძნებებს, მაგალითად, შეხებას, ბგერას, სუნსა და გამოსახულებას. მეცნიერმა გერალდ შრედერმა აღნიშნა: „ტვინი არ გკარნახობს, როგორ უნდა აღიქვა სიტყვები, რომლებსაც ახლა კითხულობ“.

      იგი აგრეთვე წერდა: „ტვინის წარმოუდგენლად რთული ფუნქციები, რაც აქამდე აღმოჩენილი არ იყო, აბათილებს სიცოცხლის წარმოშობის შესახებ უმარტივეს და დაუსაბუთებელ ევოლუციის თეორიას“. შრედერი დასძენს: „დარვინს რომ სცოდნოდა, რა სიბრძნე იმალება სიცოცხლის წარმოშობის მიღმა, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ თეორიას შემოგვთავაზებდა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება