საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
    • 13. რა არის წარმოდგენილი ა) ზეთისხილის ხით? ბ) ფესვით? გ) ღეროთი? და დ) ტოტებით?

      13 მოციქული პავლე განაგრძობს სიმბოლურ ზეთისხილის ტოტებთან მათ შედარებას, ვინც აბრაამის შთამომავლის ნაწილი გახდაa (რომ. 11:21).

  • ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
    • ტოტები კი წარმოადგენს „სრულ რიცხვს“, რომლებიც აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილის წევრები არიან.

      14, 15. ვინ არის წარმოდგენილი ზეთისხილის ხის გადატეხილი ტოტებით და ვინ დაემყნო მათ ადგილას?

      14 ზეთისხილის ხეზე თვალსაჩინო მაგალითში ებრაელები, რომლებმაც იესო არ მიიღეს, შედარებულია ზეთისხილის ხის გადატეხილ ტოტებთან (რომ. 11:17). ამგვარად ხორციელმა ისრაელმა დაკარგა შესაძლებლობა, გამხდარიყო აბრაამის შთამომავლის ნაწილი. მაგრამ ვინ შეცვლიდა მათ? ამ კითხვაზე პასუხი ებრაელებისთვის, რომლებიც ამაყობდნენ, რომ აბრაამის ხორციელი შთამომავლები იყვნენ, სრულიად მიუღებელი იქნებოდა. მაგრამ იოანე ნათლისმცემელს ისინი წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ თუ იეჰოვა მოისურვებდა, შეეძლო აბრაამისთვის შვილები ქვებიდან აღედგინა (ლუკ. 3:8).

      15 მაშ, რა გააკეთა იეჰოვამ თავისი განზრახვის შესასრულებლად? პავლე გვიხსნის, რომ ველური ზეთისხილის ტოტები კულტურული ზეთისხილის მოტეხილი ტოტების ადგილას დაემყნო (წაიკითხეთ რომაელების 11:17, 18 ). ამგვარად, სულითცხებული ქრისტიანები სხვა ერებიდან, მაგალითად, რომის კრებიდან ზოგი ქრისტიანი, ფიგურალური გაგებით დაემყნო სიმბოლური ზეთისხილის ხეს. ასეთი სახით ისინი აბრაამის შთამომავლის ნაწილი გახდნენ. თავიდან ისინი ველური ზეთისხილის ტოტების მსგავსნი იყვნენ და არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ყოფილიყვნენ ამ განსაკუთრებული შეთანხმების ნაწილი. მაგრამ იეჰოვამ მისცა მათ შესაძლებლობა, რომ სულიერი იუდეველები გამხდარიყვნენ (რომ. 2:28, 29).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება