საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1995 წელს უგანდაში ქვეყნის კომიტეტი დაინიშნა, რომელიც კენიის ფილიალის მითითებებისამებრ იმოქმედებდა. კამპალაში ერთ-ერთი მისიონერთა სახლი ოფისად გადაკეთდა; იქ ცხოვრობდა და მსახურობდა რვა სრული დროით მოხალისე, მათ შორის იყვნენ ლუგანდა ენის მთარგმნელობითი ჯგუფის წევრებიც. 2003 წელს უგანდის ოფისი ფილიალი გახდა.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 2001 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ნებართვა მისცა ძმებს, ახალი ფილიალის ასაშენებლად შეეძინათ 4 ჰექტარი მიწა კამპალის გარეუბანში, ტბა ვიქტორიის მახლობლად.

      ახალი ფილიალის ასაშენებლად ძმებს სურდათ ხელშეკრულება გაეფორმებინათ ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიასთან, რომელმაც დროის უქონლობის გამო უარი თქვა. მაგრამ უეცრად აზრი შეიცვალეს და, ყველას გასაკვირად, ფილიალის შენობების ასაშენებლად დაბალი თანხა მოითხოვეს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დამკვეთს კომპანიასთან მოულოდნელად მაღალანაზღაურებადი ხელშეკრულება გაეუქმებინა, ამიტომ კომპანია თანახმა იყო, რაც შეიძლება მალე დაეწყო ფილიალის აშენება.

      2006 წლის იანვარში ბეთელის ოჯახი ახალ ფილიალში გადავიდა, სადაც ორსართულიანი და 32-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა, დიდი სასადილო ოთახი, სამზარეულო და სამრეცხაო იყო. ფილიალი აღჭურვეს ისეთი საკანალიზაციო სისტემით, რომელიც გარემოს არ აბინძურებს, წყლის რეზერვუარით და გენერატორით, ააშენეს ლიტერატურისა და გზავნილთა განყოფილებებისთვის განკუთვნილი შენობა და სხვადასხვა სახელოსნო. ერთმა ძმამ თავისი სიხარული შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ნამდვილად სამოთხეში ვართ, მარადიული სიცოცხლეღა გვაკლია!“ 2007 წლის 20 იანვარს, შაბათს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, ფილიალის მიძღვნის მოხსენება წაიკითხა.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათები 124 გვერდზე]

      უგანდის ფილიალი

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ადმინისტრაციული შენობა (ქვემოთ) და საცხოვრებელი სახლი (მარჯვნივ)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება