საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბატონის საბადებელზე ზრუნვა
    სამეფო მსახურება — 1998 | ივნისი
    • 8 თუმცა შეერთებულ შტატებში ბეჭდვითი საქმე იზრდებოდა, მთელ მსოფლიოს ვერ აკმაყოფილებდა. ამის გამო ომის მომდევნო წლებში ტიპოგრაფიები აღდგა ან ამუშავდა სხვა მრავალ ქვეყანაში: დანიის, დასავლეთ გერმანიის, ინგლისის, კანადის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკისა და შვეიცარიის ჩათვლით. 70-იანი წლების დასაწყისისთვის აგრეთვე მათ სიას დაემატა: ავსტრალია, ბრაზილია, იაპონია, ნიგერია, ფილიპინები და ფინეთი. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი წიგნებსაც უშვებდა. აგრეთვე 70-იანი წლების დასაწყისში გალაადის მისიონერების ერთ კლასს ასწავლეს ბეჭდვის ტექნიკა და გაგზავნეს ზოგიერთ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ძმების დასახმარებლად ბეჭდვით საქმეში.

      9 იმ ქვეყნების რიცხვმა, სადაც ჟურნალები იბეჭდებოდა 80-იან წლებში, 51-ს მიაღწიაa.

  • ბატონის საბადებელზე ზრუნვა
    სამეფო მსახურება — 1998 | ივნისი
    • სხვადასხვა ორგანიზაციული საჭიროებები

      12 ამ ახალმა სისტემებმა შეცვალა მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების ბეჭდვის ორგანიზაციული საჭიროებები. ოფსეტური წესით ქაღალდის რულონზე ბეჭვდა უფრო ჩქარია, ვიდრე ძველი მეთოდით, მაგრამ უფრო ძვირი. კომპიუტერულ სისტემებს კი, რომელთა დახმარებითაც სრულდება ისეთი სამუშაოები როგორიცაა: წერა, თარგმნა, გაფორმება და გრაფიკა ძველ სისტემებთან შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამავე დროს ძვირია. მალევე ნათელი გახდა, რომ ხელსაყრელი აღარ იყო 51 სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალების გამოცემა. ამ დროს, კერძოდ კი 90-იან წლებში ‘ერთგულმა გამგებელმა’ ხელახლა გადახედა ვითარებას. რა დასკვნა იქნა გამოტანილი?

      13 გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იეჰოვას მოწმეებისა და მათი კეთილმოსურნეების „ქონებიდან“ შესაწირავი უფრო ეფექტურად იქნებოდა გამოყენებული, თუ ბეჭდვითი საქმე გაერთიანდებოდა. ასე რომ, საგამომცემლო ფილიალების რიცხვი თანდათანობით შემცირდა. გერმანიამ იკისრა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემა, ზოგიერთი იმ ქვეყნის ჩათვლითაც კი, რომელსაც ვისაც ადრე საკუთარი სტამბა ჰქონდა. იტალია ამარაგებს ჟურნალებით და სხვა ლიტერატურით აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, ალბანეთისა და საბერძნეთის ჩათვლით. აფრიკაში ჟურნალები ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაშიღა გამოიცემა. ანალოგიური გაერთიანება მოხდა მთელ მსოფლიოში.

      მხედველობაში მისაღები ფაქტორები

      14 ჟურნალების გამოცემა 1998 წლის ივლისისთვის შეწყდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეიცარია. ევროპაში დაბეჭდავს ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ფინეთი და შვედეთი. ამ სახით ზედმეტი ხარჯები აღარ იქნება და შესაწირავები სამეფოს საქმეს საუკეთესო სახით მოხმარდება. როგორ გადაწყდა ის, თუ რომელ ქვეყნებში უნდა გაგრძელდეს გამოცემა და რომელში შეწყდეს? ბატონის საბადებელზე გონივრულად ზრუნვით ‘ერთგულმა განმგებელმა’ ყურადღებით შეაფასა ბეჭდვის პრაქტიკულობა ყველა ადგილში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება