საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვასადმი მინდობით გაძლიერებული
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 თებერვალი
    • სიხარულით გული ამიფანცქალდა, როცა 1949 წლის 1 ივლისს ბეთელში მსახურებისთვის მიმიწვიეს — ასე უწოდებენ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა მთავარ ფილიალს. იმ დროს ბრაზილიის ბეთელი რიო-დე-ჟანეიროში ლისინიო კარდოზოს სახელით წოდებული ქუჩის №330 მდებარეობდა.

  • იეჰოვასადმი მინდობით გაძლიერებული
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 თებერვალი
    • ჩვენი ბეთელის ნაგებობები

      ამაღელვებელია იმ გაფართოების ხილვა, რომელიც წლების განმავლობაში ბრაზილიის ბეთელში მიმდინარეობს. 1952 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩვენი ბეთელის სახლის უკან ორსართულიანი ტიპოგრაფია ავაშენეთ. შემდეგ, 1968 წელს ბეთელმა სან-პაულუში აგებულ ახალ შენობაში გადაინაცვლა. შესახლებისას ყველაფერი ძალიან დიდი და ფართო ჩანდა 42 ადამიანისგან შემდგარი ბეთელის ოჯახისთვის. ჩვენ ნამდვილად ვფიქრობდით, რომ ეს შენობა მომავალ ზრდასაც დააკმაყოფილებდა. მაგრამ 1971 წელს დამატებით ორი ხუთსართულიანი შენობა აშენდა, აგრეთვე შეძენილ იქნა და გადაკეთების შემდეგ კომპლექსთან შეერთებულ იქნა მათთან მოსაზღვრე ქარხანა. მაგრამ რამდენიმე წელში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვის ზრდამ — რომელიც 1975 წელს 100 000-სს გადასცდა — კიდევ უფრო მეტი ადგილი მოითხოვა.

      ამიტომ ნაგებობათა ახალი კომპლექსი სან-პაულუდან 140 კილომეტრში პატარა ქალაქის, სეზარეო-ლანჟეს, მახლობლად აშენდა. 1980 წელს 170 წევრისგან შემდგარმა ჩვენი ბეთელის ოჯახმა ამ ახალ ნაგებობებში გადაინაცვლა. იმ დროიდან სამეფოსთან დაკავშირებული მსახურება შთამბეჭდავად გაიზარდა. ახლა ბრაზილიაში 410 000-ზე მეტი ადამიანი რეგულარულად მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში! სამეფოს ყველა მაუწყებლის სულიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უნდა გაგვეგრძელებინა ბიბლიური ლიტერატურის საბეჭდად ახალი ტიპოგრაფიების შენება და ბეთელში მოხალისეების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ახალი საცხოვრებლის აგება. დღეს ბეთელის ოჯახში დაახლოებით 1 100 წევრი გვყავს!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება