-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
იმავე წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დახურა «საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“» ესტონეთში, მოახდინა მათი ლიტერატურის კონფისკაცია და ყადაღა დაადო მათ ქონებას.
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
იმ ხანებში სამქადაგებლო საქმე გაგრძელდა და ოფისმაც საქმიანობა განაახლა. მომდევნო წლებშიც ხდებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობის წიგნების კონფისკაცია. ერთ-ერთი მორიგი რეიდის დროს ფილიალში ჰელინ ალდონენი მუშაობდა.
«თავდაპირველად სამი ახალგაზრდა პოლიციელი მოვიდა, რომ ჩამოერთმიათ ბროშურა „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, — იხსენებს და ალდონენი, — მაგრამ ჩვენ ეს ბროშურები არ გვქონდა. მათ თაროებიდან გადმოყარეს მთელი წიგნები და იატაკზე დააგროვეს. ძმა ბაქსტერი ადგილიდან ვერ იძვროდა, რადგან თვალს არ აშორებდნენ. მე დავიწყე რაღაცების მილაგება და ნელ-ნელა მივედი ძმა ბაქსტერის საწერ მაგიდასთან, რათა შემემოწმებინა, რაიმე ისეთი ფურცელი ხომ არ იდო მაგიდაზე, რაც პოლიციას არ უნდა ენახა. დავინახე წერილი, რომელშიც ყველა მაუწყებლის სახელები, გვარები და მისამართები იყო ჩამოწერილი. ავიღე და კუთხეში მდგომ ნაგვის ყუთში ჩავაგდე. როცა პოლიციელებმა წიგნების ყუთებში ჩაყრა დაიწყეს, უფროსმა პოლიციელმა ისე უხეშად სტაცა ხელი ყუთს და გვერდზე მოისროლა, რომ მკლავი მოიტეხა. მისმა თანამშრომლებმა სასწრაფოდ წაიყვანეს ის საავადმყოფოში, ჩვენ კი იმის საშუალება მოგვეცა, რომ მათ დაბრუნებამდე ყუთებიდან წიგნები ამოგვერჩია».
«პოლიციელები დაბრუნდნენ, — დასძენს ძმა ბაქსტერი. — ყუთების გატანის დროს დავინახე, ერთ-ერთმა მათგანმა პალტოს დიდ ჯიბეში როგორ ჩაიდო წიგნი „ხსნა“. ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ კიდევ რამდენი წიგნი წაიღეს სახლში და წაიკითხეს-მეთქი ამ კაცებმა».
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ქვეყანას უკანასკნელი უცხოელები ტოვებენ
კომუნისტური რეჟიმის დამყარებისთანავე ფილიალი კვლავ დაიკეტა.
-