-
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
2008 წლის 7 ივნისს ნიგერიაში, ქალაქ ლაგოსში, იგედუმას ბეთელიდან სამხრეთ-დასავლეთით 360 კილომეტრის დაშორებით, ოფისის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. ლაგოსის ოფისში 24 საცხოვრებელი ოთახი, ერთი საწყობი და ერთიც საოფისე შენობაა. ლაგოსში, ქვეყნის მთავარ სავაჭრო ქალაქში, ფილიალში შესასრულებელი მრავალი საქმე სრულდება. ახალ ოფისში არის საცხოვრებელი ოთახები იმ ბეთელელებისთვის, რომლებიც პორტში იღებენ ფილიალის სახელზე ჩამოსულ ტვირთს და ზრუნავენ ფილიალის მომარაგებაზე, და ასევე მათთვის, ვისაც ლაგოსის აეროპორტით უწევს სარგებლობა. დროებით, იგედუმას ფილიალის გაფართოების დასრულებამდე, ლაგოსის ოფისში მსახურებაში დახელოვნების სკოლაც ტარდება. აშკარაა, რომ იეჰოვა აკურთხებს აფრიკაში სამქადაგებლო საქმეს ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.
-
-
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათი 29 გვერდზე]
ახალი საცხოვრებელი შენობა ლაგოსში, (ნიგერია)
-