-
„ოქროს ნაცვლად, ბრილიანტები ვიპოვე“საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
ათას ცხრაას ორმოცდახუთ წელს ათენში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის ბიუროში მიმიწვიეს სამსახურებლად. ბეთელი, რომელიც „ღვთის სახლს“ ნიშნავს, მაშინ ლომბარდუს ქუჩაზე დაქირავებულ სახლში იყო განლაგებული. ოფისები პირველ სართულზე იყო, ხოლო ტიპოგრაფია სარდაფში. მასში შედიოდა მცირე საბეჭდი დაზგა და საჭრელი მანქანა. ტიპოგრაფიის შტატი თავიდან მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგებოდა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარებას სხვა მოხალისეები გვიწევდნენ, რომლებიც რეგულარულად სახლებიდან მოდიოდნენ.
კონტაქტი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) საგუშაგო კოშკის საზოგადოების მთავარ განყოფილებასთან აღდგა 1945 წელს და იმავე წელს კვლავ დაიწყო ბერძნულ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ რეგულარული გამოშვება. შემდეგ, 1947 წელს ჩვენი ფილიალი ტენედუს №16-ში გადავიტანეთ, თუმცა ტიპოგრაფია ლომბარდუს ქუჩაზე რჩებოდა. მოგვიანებით ტიპოგრაფიამ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის მფლობელობაში არსებულ ქარხანაში გადაინაცვლა, რომელიც ლომბარდუს ქუჩიდან 5 კილომეტრში იყო. ასე რომ, რამდენიმე ხნის განმავლობაში წინ და უკან დავრბოდით სამ ადგილს შორის.
მახსოვს ტენედუს ქუჩაზე განლაგებული საცხოვრებელი ადგილიდან დილაადრიანად რომ გავდიოდით და ტიპოგრაფიისკენ მივემართებოდით. დღის პირველ საათამდე მუშაობის შემდეგ ლომბარდუს ქუჩაზე მივდიოდი, სადაც ჩვენს მიერ დაბეჭდილ ქაღალდს იბარებდნენ. აქ მას ჟურნალებად კეცავდნენ, კინძავდნენ და ხელით ჭრიდნენ. ამის შემდეგ დასრულებული ჟურნალები საფოსტო განყოფილების მესამე სართულზე მიგვქონდა, ფოსტის პერსონალს მათ დახარისხებაში ვეხმარებოდით და გასაგზავნად კონვერტებს საფოსტო მარკებს ვაკრავდით.
ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი წლისთვის საბერძნეთში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი 4 000-ს გადასცდა, რის საფუძველზეც უფრო მეტი ნაგებობების საჭიროება გამოჩნდა. ამ დროიდან გადავბარგდით ათენის საქმიან რაიონში, კარტალიად წოდებულ ქუჩაზე განლაგებულ ახალ სამსართულიან ბეთელში.
-
-
„ოქროს ნაცვლად, ბრილიანტები ვიპოვე“საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
აგრეთვე ფილიალის ნაგებობებში რეგულარული ბეჭდვითი საქმიანობა აღვადგინეთ. ყოველივეს შედეგად კარტალიის ქუჩაზე განლაგებული ბეთელის შენობები მალე ძალიან ვიწრო გახდა. ამიტომ ათენის გარეუბანში, მარუსიში, შეძენილ იქნა ერთი ჰექტარი მიწა. იქ აშენებული ახალი ბეთელის შენობებში 27 საწოლი ოთახი, ქარხანა, ოფისები და სხვა ნაგებობები შედიოდა. ამათი საზეიმო გახსნა მოხდა 1979 წლის ოქტომბერში.
დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ფართობი დაგვჭირდა. ამიტომ ათენის ჩრდილოეთით 60 კილომეტრში 22 ჰექტარი მიწა ვიყიდეთ. ნაკვეთი გარეუბნის, ელიონას, მთიან ფერდობზეა განლაგებული, ხოლო ხედად მთები და კარგად სარწყავი გაშლილი ველები აქვს. იქ, 1991 წლის აპრილში, ჩვენ ბევრად უფრო ფართო, 22 სახლის შემცველი, ფილიალის საზეიმო გახსნა აღვნიშნეთ, რომელთაგანაც თითოეული სახლი რვა ადამიანს უზრუნველყოფს საცხოვრებლით.
-