-
რა არის სულიერი სამოთხე?საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
-
-
გუშტავუმ, 12 წლის ასაკში, გადაწვიტა კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო. მშობლების თანხმობით მან სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. იქ მას შეხება ჰქონდა მუსიკასთან, თეატრთან და პოლიტიკასთან, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია ახალგაზრდების მიზიდვას ცდილობდა. მან იცოდა, რომ მღვდელს ადამიანებისთვის უნდა ემსახურა და არ უნდა დაქორწინებულიყო. მაგრამ გუშტავუს ნაცნობი ზოგიერთი მღვდელი და სემინარიის სტუდენტი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ასეთი გარემოს გავლენით გუშტავუმ მალე სმას მიჰყო ხელი. ნათელი იყო, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაპოვნი სულიერი სამოთხე.
ერთხელაც გუშტავუმ წაიკითხა ბიბლიური ტრაქტატი, რომელშიც საუბარი იყო მიწიერ სამოთხეზე. ამან ის სიცოცხლის აზრზე დააფიქრა. ის ამბობს: „მე დავიწყე ბიბლიის სისტემატური კითხვა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. ვერც იმას ვხედავდი, რომ ღმერთს სახელი ჰქონდა“. მან მიატოვა სემინარია და ბიბლიის გასაგებად დახმარება იეჰოვას მოწმეებს სთხოვა. აქედან მოყოლებული მან სწრაფი სულიერი პროგრესი განიცადა და მალე ღმერთს მიუძღვნა თავი. გუშტავუ სულ უფრო მეტს იგებდა სულიერი სამოთხის შესახებ.
-
-
რა არის სულიერი სამოთხე?საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
-
-
მაგრამ რატომ ფიქრობს გუშტავუ, რომ სულიერ სამოთხეს იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობით მიაგნო? ის ამბობს: „მე ერთმანეთს შევადარე ის, რაც წუთისოფელში, განსაკუთრებით კი სემინარიაში, ვნახე და ის, რაც იეჰოვას მოწმეებში აღმოვაჩინე. ყველაზე დიდი სხვაობა მოწმეებს შორის არსებული სიყვარულია“.
-