საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ავტომანქანა, რომელიც მილიონებმა იხილეს
    საგუშაგო კოშკი — 2016 | თებერვალი
    • ნათანიელისა და მოდის ჩასვლიდან ერთ თვეში ფილიალის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში პირველი სამსახურებრივი კონგრესისa ჩატარებას გაეწია ორგანიზება. მანქანის ხმის გამაძლიერებლით ხალხს საჯარო მოხსენების მოსასმენად იწვევდნენ. მანქანას, როგორც ჩანს, მოდი მართავდა. ამ მოწვევას 110 ადამიანი გამოეხმაურა. კონგრესის პროგრამამ მაუწყებლები წაახალისა, მეტი დრო დაეთმოთ ქადაგებისთვის. მათ გაიგეს, როგორ უნდა ექადაგათ პუბლიკაციებით, სამქადაგებლო ბარათებითა და პატეფონებით, რომლითაც ხალხს ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ასმენინებდნენ ინგლისურ, გერმანულ, უნგრულ და პოლონურ ენებზე. მოგვიანებით ეს ჩანაწერები პორტუგალიურ ენაზეც გახდა ხელმისაწვდომი.

      ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი ავტომანქანა ბრაზილიაში

      ავტომანქანაზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით ბრაზილიაში სასიხარულო ცნობა მილიონობით ადამიანმა მოისმინა

      1937 წელს სან-პაულუში, რიო-დე-ჟანეიროსა და კურიტიბაში ჩატარებულმა სამმა კონგრესმა სამქადაგებლო საქმეს ახალი ბიძგი მისცა. კონგრესის დელეგატებთან ერთად კარდაკარ საქადაგებლად ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი მანქანაც „მიდიოდა“. ერთმა ძმამ, ჟუზე მაგლოვსკიმ, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა იყო, მოგვიანებით დაწერა: „ბიბლიურ პუბლიკაციებს სტენდზე ვალაგებდით; აუდიოჩანაწერის ხმაზე ხალხი გარეთ გამოდიოდა და ჩვენ მათთან ვქადაგებდით“.

  • ავტომანქანა, რომელიც მილიონებმა იხილეს
    საგუშაგო კოშკი — 2016 | თებერვალი
    • ყოველ კვირა დღეს, დარსა თუ ავდარში, კონგრესის დასრულების შემდეგ ავტომანქანაზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლით სან-პაულუსა და ახლომახლო მდებარე ქალაქების პარკებში, სახლებსა თუ ქარხნებში ხალხი ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ისმენდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება