საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვასგან მოწვევათა მიღებას მრავალი ჯილდო მოჰყვება
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 დეკემბერი
    • თითქმის ერთი წელი იტუში მსახურების შემდეგ ბეთელში— იეჰოვას მოწმეთა რიო-დე-ჟენეიროს ფილიალში— დროებით მიმიწვიეს, რათა კონგრესის მომზადებაში მივხმარებოდი; სიამოვნებით დავთანხმდი.

      შემდგომი დანიშვნები და სიძნელეები

      ბეთელში ბევრი სამუშაო იყო და მიხაროდა, რომ შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. რაოდენ გამამხნევებელი იყო ჩემთვის დილაობით ყოველდღიური მუხლისა და ორშაბათ საღამოობით „საგუშაგო კოშკის“ განხილვაზე დასწრება! ჩემზე დიდად მოქმედებდა ოტო ესტელმანისა და ბეთელის სხვა გამოცდილი ძმების ლოცვები.

      კონგრესის შემდეგ ჩემი ბარგი-ბარხანა ჩანთებში ჩავალაგე, რომ იტუში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ფილიალის მსახურმა, გრანტ მილერმა, გადმომცა წერილი, რომლითაც ბეთელის ოჯახის წევრად ჩემი დანიშვნა შემატყობინეს. ოთახში ჰოზა იაზეძიანთან ერთად ვცხოვრობდი, რომელიც დღესაც ბრაზილიის ბეთელში მსახურობს. მაშინ ბეთელის ოჯახი პატარა იყო — სულ რაღაც 28 კაცისგან შედგებოდა და ყველანი ახლო მეგობრები ვიყავით.

      1964 წელს ერთი ახალგაზრდა სრული დროით მსახური, ჟოაო ზანარდი, მოვიდა ბეთელში გარკვეული სასწავლო კურსის გასავლელად. ის მაშინ ფილიალიდან არცთუ ისე შორს, სარაიონო მსახურად ანუ მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ერთმანეთს მაშინ ვხვდებოდით, როდესაც მას ბეთელში ანგარიშები მოჰქონდა. ფილიალის მსახურმა ჟოაოს ნება მისცა ორშაბათობით საღამოს ბეთელის ოჯახურ შესწავლას დასწრებოდა. ასე რომ, უფრო მეტი დროის გატარება შეგვეძლო ერთად. მე და ჟოაო 1965 წლის აგვისტოში დავქორწინდით და სიხარულით შევუერთდი ჩემს მეუღლეს სარაიონო მსახურებაში.

  • იეჰოვასგან მოწვევათა მიღებას მრავალი ჯილდო მოჰყვება
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 დეკემბერი
    • [სურათი 26 გვერდზე]

      ბრაზილიის ბეთელის ოჯახთან ერთად 1963 წელს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება