-
ღვთის მსახურებაში გატარებული აზრით აღსავსე ცხოვრებასაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
-
-
პირველი სამეფო დარბაზი ბაურუში, დაქირავებული შენობა, რომელზეც საკუთარი ხელით გავაკეთე წარწერა, 1955 წელი
ფილიალში რამდენიმე დღე დავრჩით; იქიდან ორ მისიონერთან ერთად გავემგზავრეთ ბაურუში (სან-პაულუს შტატი) მისიონერთა სახლის გასახსნელად. იმ ქალაქში მაშინ 50 000-ზე მეტი მოსახლე იყო, ჩვენ იქ პირველი მოწმეები ვიყავით.
მსახურება კარდაკარ ქადაგებით დავიწყეთ, მაგრამ მალე კათოლიკე მღვდლისგან წინააღმდეგობას შევხვდით. ის უკან დაგვყვებოდა და მობინადრეებს ეუბნებოდა, რომ ჩვენთვის არ მოესმინათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ერთმა დიდმა ოჯახმა, რომელსაც ვაკითხავდით, ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოგვიანებით მთელი ოჯახი მოინათლა. მალე სხვებმაც დაიწყეს შესწავლა.
იმ მონათლული ოჯახის ერთი ნათესავი ცნობილი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. მას მოველაპარაკე, რომ ამ კლუბში კონგრესი ჩაგვეტარებინა. როცა ადგილობრივმა მღვდელმა დაჟინებით მოითხოვა კონტრაქტის გაუქმება, პრეზიდენტი კლუბის წევრებს შეხვდა და უთხრა: „თუ კონტრაქტს გააუქმებთ, მე გადავდგები“. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ კლუბში კონგრესი ჩავატარეთ.
-
-
ღვთის მსახურებაში გატარებული აზრით აღსავსე ცხოვრებასაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
-
-
ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ვეწვიეთ იყო ჟაუ (სან-პაულუ). აქაც მღვდელი დაგვიპირისპირდა.
— თქვენ არა გაქვთ უფლება, ჩემს ცხვარს უქადაგოთ — მკაცრად გვითხრა მან.
— ისინი თქვენი ცხვრები არ არიან. ისინი ღმერთს ეკუთვნიან — ვუპასუხეთ ჩვენ.
გადავწყვიტეთ, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ გვეჩვენებინა ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“, მაგრამ იმ მღვდელმა თავი მოუყარა ბრბოს, რომ თავს დაგვსხმოდნენ და ფილმის ჩვენება ჩაეშალათ. ეს ამბავი მაშინვე პოლიციას ვაცნობეთ. როცა მღვდელი თავის მრევლთან ერთად თეატრის შენობასთან მოვიდა, წინ პოლიციის კორდონი გადაეღობა, რომელთაც იარაღი მათკენ ჰქონდათ მიშვერილი. ფილმმა ფართო აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
-