საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკერდის კიბო იმედები და ბრძოლის მეთოდები
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აგვისტო
    • ექიმმა კონჩიტას წვრილი ნემსით კვანძიდან აუღო ქსოვილის სინჯი. აღმოჩნდა, რომ ეს ქსოვილი კიბოს უჯრედებს შეიცავდა. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია — ამოკვეთეს სიმსივნე და მის ირგვლივ არსებული მკერდის ქსოვილი, რათა დაედგინათ სიმსივნის სტადია (ზომა, ტიპი და მოხდა თუ არა მეტასტაზების გავრცელება) და ზრდის სისწრაფე.

      ოპერაციის შემდეგ ბევრი პაციენტი დამატებით მკურნალობას იტარებს, რათა ამ დაავადებამ კვლავ არ იჩინოს თავი ან არ გავრცელდეს ორგანიზმში. კიბოს უჯრედები შეიძლება მოწყდეს სიმსივნურ წარმონაქმნს, „იმოგზაუროს“ სისხლისა და ლიმფური სისტემის დახმარებით და კვლავ დაიწყოს ზრდა. მეტასტაზები აღწევენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებამდე და ქსოვილებამდე — ტვინამდე, ღვიძლამდე, ძვლის ტვინამდე ან ფილტვებამდე — და ეს დაავადება უკვე მომაკვდინებელი ხდება.

      კონჩიტას ჩაუტარდა სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია, რათა გაენადგურებინათ გაფანტული კიბოს უჯრედები კერის ირგვლივ და მთლიან ორგანიზმში. ვინაიდან კიბოს ის ფორმა, რომელიც მას აღმოაჩნდა, იკვებება ესტროგენით, კონჩიტა დამატებით ანტიჰორმონულ წამლებსაც იღებდა, რათა არ წარმოქმნილიყო ახალი კერები.

      მკერდის კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდების დახმარებით შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მემკვიდრეობითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, ერთი ქალის, არლეტეს შემთხვევაში გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას კიბო ჰქონდა, თუმცა ჯერ არ იყო ის სარძევე სადინარიდან გავრცელებული. ასე რომ, მას ჩაუტარდა ლამპექტომია (სარძევე ჯირკვლის სეგმენტური ამოკვეთა) და ამის წყალობით მკერდი შეუნარჩუნდა. ალისას კი ქირურგიულ ჩარევამდე ჩაუტარდა ქიმიოთერაპია, რათა შემცირებულიყო სიმსივნის ზომები. ჯენისის შემთხვევაში მხოლოდ სიმსივნისა და დამცავი ლიმფური კვანძის ამოკვეთა გახდა საჭირო, სადაც სიმსივნიდან სითხე ჟონავდა. ვინაიდან ეს კვანძი სიმსივნურ უჯრედებს არ შეიცავდა, სხვა კვანძები ხელუხლებელი დატოვეს. შედეგად შემცირდა მკლავის ლიმფედემის რისკი — უსიამოვნო შეშუპება, რომელიც მაშინ იწყება, როცა ბევრი ლიმფური კვანძია ამოკვეთილი.

  • მკერდის კიბო იმედები და ბრძოლის მეთოდები
    გამოიღვიძეთ! — 2011 | აგვისტო
    • უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მომავალში მკერდის კიბოს მკურნალობა უფრო ეფექტური და ნაკლებად ტრავმული გახდება? დღეისათვის მიმდინარეობს მკურნალობის ისეთი მეთოდების დახვეწა, რომლის დროსაც გამოიყენება ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემა და მედიკამენტები, რითაც ხდება გენებისა და ცილების დათრგუნვა, რომელიც კიბოს ზრდას უწყობს ხელს. მანამდე კი გაუმჯობესებული სამედიცინო აპარატურები დაეხმარება ექიმებს სხივური თერაპია უფრო ზუსტად და ეფექტურად ჩაატარონ.

      მკვლევარებს სხვა სირთულეებთანაც უწევთ ბრძოლა, კერძოდ, ამოიცნონ მეტასტაზების საიდუმლოება, გაანადგურონ კიბოს ქიმიორეზისტენტული უჯრედები, დათრგუნონ სიმსივნური უჯრედების ზრდის მასტიმულირებელი სიგნალები და ყველანაირი სახის სიმსივნეს ინდივიდუალურად მიუდგნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება