-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
სავსებით ნორმალურია, თუ კრებაში ახლო მეგობარი გვყავს. თუმცა 2 პეტრეს 1:7 მოგვიწოდებს, რომ ძმათმოყვარეობას (ფილადელფია, ნაწარმოებია სიტყვიდან ფილოს, რაც ბერძნულად მეგობარს ნიშნავს და სიტყვიდან ადელფოს, ნიშნავს ძმას) სიყვარული (აგაპე) დავურთოთ. თუ გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრობამ დროს გაუძლოს, ეს რჩევა უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: „ვიყენებ ბიბლიის პრინციპებს მეგობრებთან ურთიერთობაში?“
ღვთის სიტყვა გვეხმარება, მიუკერძოებლები ვიყოთ მაშინაც კი, როცა საქმე მეგობრებს ეხება. ჩვენ ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს დადგენილი — მხოლოდ მეგობრებს არ ვეკიდებით შემწყნარებლურად. მეგობრების შეძენას პირფერობით არ ვცდილობთ. რაც მთავარია, ბიბლია გვეხმარება, რომ გონივრულად ავირჩიოთ მეგობრები და მოვერიდოთ ‘ცუდ საზოგადოებას, რომელიც ხრწნის კარგ ჩვევებს’ (1 კორ. 15:33).
-
-
მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივლისი
-
-
მოციქული პავლე წერდა: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს . . . ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომ. 12:9, 10). ქრისტიანებს ერთმანეთის მიმართ უთვალთმაქცო სიყვარული (აგაპე) აქვთ. ეს სიყვარული ცარიელი ემოცია არ არის, მას ბიბლიის პრინციპები უდევს საფუძვლად. პავლე საუბრობდა ძმათმოყვარეობაზე (ფილადელფია) და სათუთ გრძნობებზე (ფილოსტორგოს, შედგენილია ორი სიტყვისგან — ფილოს და სტორგე). ერთი მკვლევარის სიტყვების თანახმად, ძმათმოყვარეობა „თბილი გრძნობაა და სიკეთის კეთებას, თანაგრძნობასა და თანადგომას გულისხმობს“. იეჰოვას თაყვანისმცემლებს იმის წყალობით აქვთ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რომ ამ ყველაფერს აგაპეც ემატება (1 თეს. 4:9, 10).
-