საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სპეციალური კამპანია ბულგარეთში
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
    • ეს მოწმეები სამ ქალაქში კაზანლიკში, სანდანსკსა და სილისტრაში გაანაწილეს. სარაიონო ზედამხედველებმა ადგილობრივ პიონერებსა და მაუწყებლებს მოუწოდეს, რომ მხარი დაეჭირათ კამპანიისთვის. 382 ადგილობრივმა მოწმემ მთელი გულით იქადაგა იმ ტერიტორიებზე, სადაც იშვიათად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას.

      ბულგარელმა ძმებმა წინასწარ იზრუნეს სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმების დაბინავებაზე. მათ დაიქირავეს ბინები და არც ისე ძვირადღირებულ სასტუმროში ოთახები შეუკვეთეს. ადგილობრივმა ძმებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ მოხალისეებს თავშესაფარი და ყველაფერი აუცილებელი ჰქონოდა. სამივე ქალაქში იქირავეს შესაკრებელი ადგილები, სადაც ჩასული ძმები ჩაატარებდნენ კრების შეხვედრებს. ძალიან სასიხარულო იყო, რომ იქ, სადაც ერთი მოწმეც კი არ ცხოვრობდა, 50 მაუწყებელი შეიკრიბა იეჰოვას განსადიდებლად.

      სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმები კამპანიის დროს ბოლომდე დაიხარჯნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, არავის შეუწყვეტია ქადაგება. მდინარე დუნაიზე გაშენებულ ქალაქ სილისტრაში, სადაც 50 000-ზე მეტი მოსახლეა, პირველივე სამ კვირაში ყველას ექადაგა. ძმებმა მეზობელ სოფლებშიც იქადაგეს და ქალაქ ტუტრაკანამდეც კი მიაღწიეს, რომელიც სილისტრადან დასავლეთით 55 კილომეტრითაა დაშორებული. ისინი, ჩვეულებრივ, მსახურებას 9:30-ზე იწყებდნენ. სადილის შემდეგ ხშირად საღამოს შვიდ საათამდე ან უფრო გვიანობამდეც აგრძელებდნენ ქადაგებას. და-ძმების გულმოდგინე მსახურების წყალობით არა მხოლოდ კაზანლიკსა და სანდანსკში მოისმინეს სასიხარულო ცნობა, არამედ მეზობელ სოფლებსა და ქალაქებშიც.

      მსახურების შედეგები

      შვიდი კვირის მანძილზე იეჰოვას მოწმეებმა საუკეთესოდ დაამოწმეს ბულგარეთში. როგორც პირველ საუკუნეში უთხრეს მოციქულებს, რომ თავიანთი სწავლებით აავსეს იერუსალიმი, ისე ამ ქალაქების მაცხოვრებლებსაც შეეძლოთ მოწმეებისთვის ეთქვათ, რომ ‘მათი ქალაქები თავიანთი სწავლებით აავსეს’ (საქ. 5:28). ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, 50 000 ჟურნალი გაავრცელა და ბიბლიის 482 შესწავლა დაიწყო. 2009 წლის 1 სექტემბერს ქალაქ სილისტრაში კრება ჩამოყალიბდა, ხოლო კაზანლიკსა და სანდანსკში ჯგუფები გაიხსნა. სასიხარულოა, რომ ვინც კამპანიის დროს პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა, სულიერად გაიზარდა.

  • სპეციალური კამპანია ბულგარეთში
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
    • ერთხელ ბულგარელი ძმა ორლინი, რომელიც კაზანლიკში იტალიიდან იყო ჩასული, მსახურებიდან სახლში ბრუნდებოდა. გზად ორლინმა ორ ახალგაზრდა მამაკაცს უქადაგა, რომლებიც პარკში ისხდნენ. მან დაუტოვა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და მომდევნო დღეს შეხვედრა დაუთქვა. ორლინმა ერთ-ერთ მათგანს, სვეტომირს, მეორე დღესვე დაუწყო შესწავლა. ცხრა დღეში ორლინმა სვეტომირს რვაჯერ ჩაუტარა შესწავლა. სვეტომირმა მას უთხრა: „შენთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე ღმერთს ვთხოვდი, მაპოვნინე შენი თავი-მეთქი. შევპირდი, რომ თუ ამ თხოვნას შემისრულებდა, სიცოცხლეს მივუძღვნიდი“. მას შემდეგ, რაც ორლინი იტალიაში დაბრუნდა, სვეტომირს შესწავლა ადგილობრივმა ძმებმა გაუგრძელეს. მან მთელი გულით შეიყვარა ჭეშმარიტება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება