საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არ მასვენებს ჩემს წონაზე ფიქრი?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • კვების დარღვევები მხოლოდ ანორექსიით არ შემოიფარგლება და არც ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ნერვული ბულიმიის შემთხვევები სამჯერ აღემატება ანორექსიით დაავადებულთა საერთო მაჩვენებელს. კვების დარღვევებში შედის ზედმეტად ბევრის ჭამაც, რომელიც ძალიან ჰგავს სწორედ ნერვულ ბულიმიას. ამჯერად უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ამ დაავადებებს.

      ფარული სასჯელი

      „ერთი ჩემი მეგობარი ახლახანს გამომიტყდა, რომ სხვებისგან მალულად ჭამს, შემდეგ კი გულს ირევს. როგორც მითხრა, უკვე ორი წელია ასე იქცევა“. ამ ახალგაზრდამ ერთ-ერთი ჟურნალის გამომცემლობას მისწერა მთელი რიგი სიმპტომები კვების დარღევევასთან დაკავშირებით, რომელიც ბულიმიად არის ცნობილი.

      ბულიმიის დროს ძალიან სწრაფად ღებულობენ ბევრ საკვებს. შემდეგ კი, ხშირ შემთხვევაში, გულისრევის გამოწვევით თავისუფლდებიან მისგანc. ფაქტია, ასეთნაირად კუჭის გათავისუფლება საკმაოდ არასასიამოვნოა. მაგრამ ფსიქიატრი ნენსი ჯ. კოლოდნი წერს: „რაც უფრო ხშირად აკეთებ ამას, მით უფრო გიადვილდება. ადრე თუ ზიზღისა და შიშის გრძნობას იწვევდა შენში ამჯერად თავს იძულებულად გრძნობ, გაიმეორო ბულიმიისთვის დამახასიათებელი ჩვევა“.

      ანორექსიასა და ბულიმიას „მონეტის ორი სხვადასხვა მხარე“ უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული სიმპტომები ახასიათებთ, ორივე საკვებისადმი არანორმალური დამოკიდებულებით იწყებაd. ანორექსიისგან განსხვავებით ბულიმიის დაფარვა უფრო ადვილია. სხვა თუ არაფერი, ბულიმიით დაავადებულები წონაში არ იკლებენ, რადგან ბევრს ჭამენ, ხოლო რაკი მიღებული საკვებისგან თავისუფლდებიან — არ იმატებენ. აქედან გამომდინარე არც ძალიან მსუქნები არიან, არც — გამხდრები და საზოგადოებაში სუფრასთან მათი ქცევაც საკმაოდ ნორმალური ჩანს. „ცხრა წლის განმავლობაში ვჭამდი ძალიან ბევრს და დღეში ოთხჯერ ან ხუთჯერ გულს ვირევდი . . . არავინ იცოდა, რომ ბულიმია მაწუხებდა, რადგან მოხერხებულად ვმალავდი, ვიყავი მხიარული და წონაც ნორმალური მქონდა“, — ამბობს ლინზი.

  • რატომ არ მასვენებს ჩემს წონაზე ფიქრი?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • ჯანმრთელობისთვის საშიში

      სამივე სახის კვების დარღვევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ანორექსიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის დასუსტება და ხშირ შემთხვევაში სიკვდილიც კი (ზოგს მიაჩნია, რომ ასეთი შემთხვევები 15 პროცენტს შეადგენს). უზომო კვება, მიუხედავად იმისა, ადამიანი ითავისუფლებს კუჭს თუ — არა, ჯანმრთელობისთვის საშიშია. დროთა განმავლობაში სიმსუქნე გამოიწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, დიაბეტსა და სხვადასხვა ფორმის კიბოს. ხელოვნურად გამოწვეული პირღებინება იწვევს საყლაპავი მილის გახეთქვას, ხოლო კუჭისგასათავისუფლებელი და შარდმდენი აბების ხშირი გამოყენებით, უკიდურეს შემთხვევაში, ჩერდება გული.

      არსებობს ჭამასთან დაკავშირებული დარღვევების სხვა მხარეც, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ისინი, რომელთაც აწუხებთ ანორექსია, ბულიმია და საჭმლისადმი გადამეტებული მოთხოვნილება, თავს ბედნიერად ვერ გრძნობენ; ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავის პატივსცემას კარგავენ, ბევრს ნერვიულობენ და დეპრესიაში ცვივიან. ნათელია, მათ დახმარება ესაჭიროებათ, მაგრამ როგორ შეიძლება, გათავისუფლდნენ წონასთან დაკავშირებული აკვიატებული აზრებისგან? ეს საკითხი გაშუქებული იქნება ამ რუბრიკის ერთ-ერთ შემდეგ სტატიაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება