საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ოქტომბერი
    • დაუყოვნებლივ იმოქმედე!

      პირველ რიგში უნდა აღიარო, რომ პრობლემა გაქვს. დანიელა ამბობს: „ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ მეც ისეთივე გრძნობები და ჩვევები მქონდა, რაც ანორექსიის მქონე გოგონებს. მეშინოდა სიმართლისთვის თვალის გასწორება და აღიარება, რომ მეც მათ მსგავსად ვიქცეოდი“.

      შენი გასაჭირის შესახებ იეჰოვას ესაუბრე ლოცვითc. სთხოვე მას გამჭრიახობა, დაგანახვოს, რა არის შენი პრობლემის მიზეზი, რომ დასძლიო ის. შეგიძლია დავითის მსგავსად ილოცო: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმუნები 139:23, 24).

      მეორე მხრივ, შეიძლება გრძნობ, რომ მაინცდამაინც არ გინდა ამ პრობლემის დაძლევა. ისე ხარ მასზე დამოკიდებული, რომ უკვე დაუძლეველ ჩვევად გექცა. შენ შეგიძლია ამ საკითხზეც ესაუბრო იეჰოვას ლოცვაში. დანიელა ასე მოიქცა. ის ამბობს: „თავიდან არც კი მინდოდა, ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. ვლოცულობდი, რომ ამის სურვილი გამჩენოდა“.

      შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ დაელაპარაკო მშობელს ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანს, რომელსაც შეუძლია შენი დახმარება. ისინი თანაგრძნობას გამოავლენენ და არ დაგადანაშაულებენ. პირიქით, შეეცდებიან, მიბაძონ იეჰოვას, რომლის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია: „არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო; არ დაუმალავს სახე მისგან და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას“ (ფსალმუნები 22:24).

      უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა არც ისე ადვილია. ზოგჯერ ექიმის ჩარევაც კი შეიძლება გახდეს საჭიროd. მნიშვნელოვანია მოქმედება. ბულიმიით დატანჯულმა ერთმა გოგონამ, გადაწყვიტა, ემოქმედა. ის ამბობს: „ერთხელაც მივხვდი, რომ ძალით გულის არევა ჩვევად მექცა. არ მეგონა, თუ შევძლებდი ამ ჩვევის დაძლევას. ბოლოს და ბოლოს მე გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მიჭირდა — მე ვითხოვე დახმარება“.

      შენც შეგიძლია იგივეს გაკეთება!

  • კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ოქტომბერი
    • [ჩარჩო 19 გვერდზე]

      „მგონი, რაღაც გჭირს . . .“

      თუ ოჯახის წევრი ან მეგობარი ასეთ სიტყვებს გეუბნება, მაშინვე თავის მართლებას ნუ დაიწყებ. დავუშვათ შენმა მეგობარმა შენიშნა, რომ ზურგზე კაბა გარღვეული გაქვს. განა მადლობას არ ეტყვი, რომ გაგაფრთხილა?! ბიბლიაში ნათქვამია: „ზოგი მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24). ადამიანი, რომელსაც შენი პრობლემა აწუხებს, ზუსტად ასეთ მეგობრად შეგიძლია მიიჩნიო!

  • კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ოქტომბერი
    • [ჩარჩო 20 გვერდზე]

      თუ კვლავ განმეორდა

      შეიძლება დასძლიო შენი პრობლემა, მაგრამ კვირების ან თვეების შემდეგ მან შესაძლოა კვლავაც იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ნუ დაყრი ფარ-ხმალს. ბიბლია ამბობს, რომ მართალი შეიძლება „შვიდჯერაც დაეცეს“ (იგავები 24:16). თუ ზოგჯერ თავს ვერ მოერევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება. ასევე უნდა შეეცადო, წინასწარ განსაზღვრო, რა იწვევს ამ პრობლემას, და კვლავაც დაელაპარაკო თანამგრძნობ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შენი დახმარება.

      [ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

      უფრო მეტი გაიგე შენი პრობლემის შესახებ

      თუ კვების მოშლილობა გაქვს, კარგი იქნება, უფრო მეტი გაიგო შენი პრობლემის შესახებ. რაც უფრო მეტი გეცოდინება შენს პრობლემაზე, მით უფრო ადვილად დასძლევ მას. უდავოა, შენც იპოვი შენთვის საინტერესო ინფორმაციას „გამოიღვიძეთ!“-ის შემდეგ ნომრებში: 1999 წლის 22 იანვარი, გვ. 3—12 (რუს.), 1999 წლის 8 მაისი, გვ. 13—15.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება