საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დიდი ქალაქის განადგურება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 20. რომელი მაგალითი ცხადყოფს უპატიოსნო ბიზნესში რელიგიის მონაწილეობას?

      20 დიდებული ანგელოზის წინასწარმეტყველების თანახმად რელიგიაც გარეულია ასეთ უპატიოსნო ბიზნესში. მაგალითად, ვატიკანმა თავისი წვლილი შეიტანა 1982 წელს იტალიაში ბანკ „ამბროზიანოს“ გაკოტრებაში. 80-იან წლებში მიმდინარე ხანგრძლივმა სასამართლო პროცესმა ვერ დაადგინა, სად გაქრა ფული. 1987 წლის თებერვალში მილანის მოსამართლეებმა გასცეს ორდერი ვატიკანის სამი სასულიერო პირის, მათ შორის ამერიკელი არქიეპისკოპოსის, დაპატიმრების შესახებ. მათ ბანკის ხელოვნური გაკოტრება ედებოდათ ბრალად, მაგრამ ვატიკანმა უარი განაცხადა დამნაშავეთა გადაცემაზე. 1987 წლის ივლისში, დიდი პროტესტის მიუხედავად, იტალიის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ ვატიკანსა და იტალიის მთავრობას შორის დადებული ძველი ხელშეკრულების საფუძველზე ორდერები გააუქმა.

  • დიდი ქალაქის განადგურება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ბაბილონურ რელიგიას კი ხშირად გაუმართლებელი კავშირი აქვს დიდ ბიზნესთან. მაგალითად, 1987 წელს ერთ-ერთი გაზეთის ცნობის თანახმად მაიამის (ფლორიდა, აშშ) კათოლიკური ეპარქიის ხაზინადარმა აღიარა, რომ ეკლესია ბირთვული იარაღის, ბავშვებისთვის აკრძალული ფილმებისა და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების აქციებს ფლობდა („Albany Times Union“).

  • დიდი ქალაქის განადგურება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 264 გვერდზე]

      „დიდვაჭრები. . . გამდიდრდნენ“

      „1929 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე [ბერნადინო] ნოგარამ [ვატიკანის ხაზინადარმა] ვატიკანის ფულადი სახსრები იტალიის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ჩადო, კერძოდ, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციის, საბანკო და საკრედიტო, მცირე სარკინიგზო, სოფლის სამეურნეო ინსტრუმენტების, ცემენტისა და ხელოვნური ბოჭკოების წარმოების სფეროებში და თითოეულ სფეროში თავისი წარმომადგენლები დანიშნა. აქედან ბევრმა წამოწყებამ გაამართლა.

      ნოგარამ ხელში ჩაიგდო ისეთი კომპანიები, როგორებიც იყო „La Società Italiana della Viscosa“,“La Supertessile“, „La Società Meridionale Industrie Tessili“ და „La Cisaraion“. მან ეს კომპანიები ერთ კომპანიად გააერთიანა, რომელსაც „CISA–Viscosa“ უწოდა და ჩააბარა ბარონ ფრანჩესკო მარია ოდასოს, ერთ-ერთ ყველაზე სანდო საერო პირს ვატიკანში. ამის შემდეგ ნოგარამ ისე მოაწყო საქმე, რომ ამ ახალ კომპანიას იტალიის უდიდესი საფეიქრო სამრეწველო კომპანია „SNIA–Viscosa“ დაპატრონებოდა. ვატიკანის წილი ამ კომპანიაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ ეს კომპანია ვატიკანის ხელში აღმოჩნდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბარონი ოდასო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

      ასე შეაღწია ნოგარამ საფეიქრო ინდუსტრიაში. მან სხვა სფეროებშიც შეაღწია, რადგან ნოგარა მრავალ ხრიკს მიმართავდა. ამ თავდადებულმა კაცმა. . . შესაძლოა უფრო დიდი გასაქანი მისცა იტალიის ეკონომიკას, ვიდრე სხვა რომელიმე ბიზნესმენმა იტალიის ისტორიაში. . . ბენიტო მუსოლინიმ ვერ განახორციელა იმპერიის შექმნის იდეა, მაგრამ მან საშუალება მისცა ვატიკანსა და ბერნადინო ნოგარას სხვაგვარი ბატონობისთვის ჩაეყარათ საფუძველი“ (ნინო ლო ბელოს „The Vatican Empire“, გვერდები 71—73).

      ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც დედამიწის დიდვაჭრებისა და დიდი ბაბილონის თანამშრომლობას ადასტურებს. გასაკვირი არ იქნება, რატომ იგლოვებენ ეს ვაჭრები, როცა მათ „ბიზნეს-პარტნიორს“ ბოლო მოეღება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება