საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას არგებს კაცს პატიოსნება?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
    • არ გარისკოთ!

      წინა სტატიაში მოხსენიებული ბიზნესმენი დეივიდი, აღნიშნავს: „ვხედავ, ზოგი თავის სასარგებლოდ კანონებს როგორ უძებნის თავისებურ ახსნას, მაგრამ ყოველთვის არ გაგიმართლებს. ერთხელაც იქნება, მახეში გაებმები. ჩვენ ბევრ საეჭვო საქმიან ურთიერთობაზე ვთქვით უარი. ბევრი კომპანია, ვისთვისაც უცხო არ იყო უპატიოსნო შემოსავალი, მოგვიანებით დაიშალა და ზოგი თანამშრომელი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. ჩვენი კომპანია ასეთი რამისგან დაცულია“.

      სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში მსხვილფეხა საქონლის ფერმის დირექტორი კენი ბევრ პრობლემას შეხვდა. იმპორტი სწრაფად რომ ეწარმოებინა, ჩინოვნიკები თანხას სთხოვდნენ. ისინი იმასაც ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ გადასახადები დაემალათ. კენი ამბობს: «ამ გარიგებაზე ბევრი ფერმა დათანხმდა. მაგრამ რადგან ჩვენ საქმეს პატიოსნად ვაკეთებდით, ათი წელი დაგვჭირდა, რომ საქმე აგვემუშავებინა. ლოდინი ნამდვილად ღირდა. კორუმპირებული მთავრობა არც მერე ასვენებდა მათ, ვინც საქმე ქრთამით გააკეთა; გამუდმებით უზრდიდნენ „სტავკებს“».

      როცა ბიზნესი გივარდებათ

      უპატიოსნობის წნეხი კიდევ უფრო იზრდება, როცა გაკოტრების პირას მყოფი კომპანიები ხედავენ, რომ მარცხი გარდაუვალია. მაგრამ პატიოსნება ასეთ სიტუაციებშიც ფასდება.

      ავიღოთ მაგალითად ბილის შემთხვევა. ის შეერთებულ შტატებში იმ სამშენებლო ფირმაში მუშაობდა, რომლის ბიზნესიც ჩავარდა. ბილი იხსენებს: „მრავალმა დამკვეთმა შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა და თან ასობით ათასი დოლარი ვალი გაიყოლა. როცა მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა, სხვა ფირმასთან მივედი იმის გასაგებად, რომელიმე ჩვენგანს თუ დაგვიქირავებდა. ორ დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთვის და ჩემი თანამშრომლების უმეტესობისთვის ადგილები გამოყოფილი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩემი კარგი რეპუტაცია და საქმისადმი დამოკიდებულება მათთვის კარგად ყოფილა ცნობილი“.

  • პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებას
    გამოიღვიძეთ! — 2012 | იანვარი
    • ოჯახური ბედნიერება

      „მშენებელი ვარ. ხშირად მიჩნდება შანსი, რომ კლიენტს ზედმეტი გადავახდევინო ან თავი ავარიდო გადასახადებს. მაგრამ მე ყოველთვის პატიოსნად ვიქცევი და ამიტომაც არ აკლებს ჩვენს ოჯახს ღმერთი კურთხევებს.

      პატიოსნება მარტო სამსახურში კი არა, ცხოვრების ყველა სფეროშია საჭირო. იმის ცოდნა, რომ შენი ქმარი ან ცოლი არასდროს უღალატებს პატიოსნების ღვთიურ პრინციპებს, კიდევ უფრო მეტ ნდობას იწვევს ოჯახის წევრებში. შენი მეუღლე თავს დაცულად გრძნობს, როცა იცის, რომ პატიოსნება ტანსაცმელივით არა გაქვს, როცა გინდა, ჩაიცვამ და როცა გინდა, გაიხდი.

      შეიძლება პლანეტის ყველაზე დიდი კომპანიის მფლობელი იყო, მაგრამ ოჯახში პრობლემებს ვერ აგვარებდე. მე, როგორც იეჰოვას მოწმე, მივხვდი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპების მიყოლა გაწონასწორებულობაში მეხმარება. იმის მაგივრად, რომ ფეხი ავუწყო ამ ცხოვრების გიჟურ რიტმს, რომელსაც ფული და სიხარბე მართავს, ყოველთვის მაქვს დრო, რომ ოჯახის წევრებთან ერთად გავერთო“ (დერვინი, აშშ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება