საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 3/10 გვ. 4
  • საფრენი აპარატი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საფრენი აპარატი
  • გამოიღვიძეთ! — 2010
  • მსგავსი მასალა
  • რა არის წარმატების გასაღები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ბუნება შთაგონების წყარო
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურთ
    გამოიღვიძეთ! — 2002
გამოიღვიძეთ! — 2010
g 3/10 გვ. 4

საფრენი აპარატი

ადამიანი საუკუნეები ოცნებობდა ფრენაზე. ჩვენ არ გვაქვს ისე განვითარებული კუნთები, რომ სხეულის ჰაერში აწევა შეგვეძლოს. 1781 წელს ჯეიმზ უატმა ორთქლზე მომუშავე ძრავა გამოიგონა, რომელიც ბრუნვით მოძრაობას წარმოქმნიდა. 1876 წელს კი ნიკოლაუს ოტომ ორთქლის ძრავაზე დაკვირვებით შიგაწვის ძრავა შექმნა. ადამიანს უკვე ხელთ ჰქონდა ძრავა, რომელიც საფრენ აპარატს ჰაერში აწევდა. მაგრამ ვინ შექმნიდა ასეთ აპარატს?

ძმებს, უილბერ და ორვილ რაიტებს, მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ფრანების აშვება ისწავლეს, ფრენა ოცნებად ჰქონდათ ქცეული. მოგვიანებით მათ ველოსიპედების აწყობა დაიწყეს და ამგვარად დაეუფლნენ საინჟინრო ხელობას. ძმებს ესმოდათ, რომ ყველაზე დიდ სირთულეს ისეთი აპარატის შექმნა წარმოადგენდა, რომლის მართვაც შესაძლებელი იქნებოდა. თვითმფრინავი, რომელიც ჰაერში წონასწორობას ვერ შეინარჩუნებდა ისეთივე უსარგებლო იქნებოდა, როგორც უმართავი ველოსიპედი. მტრედებზე დაკვირვებით უილბერმა შეამჩნია, რომ მოხვევის დროს ისინი ისევე იხრებოდნენ, როგორც მოსახვევში ველოსიპედი იხრება. მან დაასკვნა, რომ ფრინველებს მიმართულების შეცვლასა და წონასწორობის შენარჩუნებაში სწორედ ფრთების მოხრა ეხმარებოდა. ამან უილბერი შთააგონა, შეექმნა ფრთები, რომელიც მოიხრებოდა.

1900 წელს უილბერმა და ორვილმა ააგეს მოძრავფრთიანი საჰაერო ხომალდი. თავიდან ის ფრანივით გააფრინეს, ხოლო შემდეგ, — როგორც პილოტიანი პლანერი. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ აპარატის სამართავად საჭირო იყო სამი ძირითადი მოძრაობის შესრულება. კერძოდ, მოძრაობა განივი ღერძის მიმართ, გრძივი ღერძის ირგვლივ და კურსიდან გადახვევა. სამწუხაროდ, ძმებს გული გაუტყდათ, როცა დაინახეს, რომ ფრთებს საკმარისი ამწევი ძალა არ ჰქონდა; ამიტომ მათ ააგეს აეროდინამიკური მილი და ასობით სხვადასხვა ფორმის, ზომისა და კუთხის ფრთა გამოსცადეს, სანამ იდეალურ მოდელს არ მიაგნეს. 1902 წელს მათ მიერ შექმნილ აპარატს უკვე შეეძლო ჰაერში წონასწორობის შენარჩუნება. ახლა ძრავის ჩამონტაჟებაღა იყო საჭირო.

ძმებმა ამ აპარატის ძრავის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. აეროდინამიკური მილის დახმარებით, როგორც იქნა მათ გადაჭრეს კიდევ ერთი რთული პრობლემა და შექმნეს პროპელერი. საბოლოოდ, 1903 წლის 17 დეკემბერს ძრავა ამუშავდა, პროპელერები დატრიალდა და ხომალდი ცაში აიჭრა. „როგორც იქნა, ბავშვობის ნატვრა ავიხდინეთ და ფრენა ვისწავლეთ“, — თქვა ორვილ რაიტმა. ძმებმა მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. და მაინც, როგორ მოახერხეს მათ გაფრენა? ფრენა მათ ბუნებისგან ისწავლეს.

[სურათი 4 გვერდზე]

რაიტების საჰაერო აპარატი „ფლაიერი“, ჩრდილოეთი კაროლინა (აშშ), 1903 (აღდგენილი ფოტო)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება