საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 7/13 გვ. 3
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2013
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შვეიცარია
  • ისრაელი
  • შეერთებული შტატები
  • ავსტრალია
  • ივლ.—სექ. სიგარეტი — უარს ამბობ თუ არა მასზე?
    გამოიღვიძეთ! — 1997
  • დაბადების დღე
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ახალგაზრდების შეკითხვები
    გამოიღვიძეთ! — 2011
გამოიღვიძეთ! — 2013
g 7/13 გვ. 3

რა ხდება მსოფლიოში?

შვეიცარია

შვეიცარიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 14 პროცენტით მეტია იმის ალბათობა, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სიკვდილის დღე დაემთხვეს მათი დაბადების დღეს. ჩვეულებრივ, საკუთარ დაბადების დღეს გარდაცვლილთა 18 პროცენტის სიკვდილის მიზეზი უმეტესად გულის შეტევა ხდება; ქალთა 21 პროცენტი უმეტესწილად ინსულტით კვდება, ხოლო მამაკაცთა 35 პროცენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. სპეციალისტები ასკვნიან, რომ სტრესი და ალკოჰოლი ხელს უწყობს თვითმკვლელობისა და სხვა უბედური შემთხვევების რიცხვის ზრდას. ზოგი ექსპერტი არ ეთანხმება ამ კვლევის შედეგებს, რადგან მათი აზრით, სიკვდილის თარიღად დაბადების თარიღის რეგისტრაცია არასწორად მოხდა.

ისრაელი

სამსახურის დაწყების მიზნით გასაუბრებაზე სიმპათიურ მამაკაცებს უფრო იწვევენ, ვიდრე მიმზიდველ ქალებს, რასაც რეზიუმესთან დართული სურათების მიხედვით წყვეტენ. როგორც გამოვლინდა, ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ კადრების განყოფილება, რომელიც წყვეტს, თუ ვინ მოიწვიოს გასაუბრებაზე, ძირითადად დაკომპლექტებულია ქალებით. „სამწუხაროდ, ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ ამ ქალებს შური აღძრავთ, მიმართონ დრომოჭმულ მეთოდს და დისკრიმინაცია გაუწიონ ლამაზ კანდიდატებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ეკონომისტში“.

შეერთებული შტატები

არც ისე დიდი ხნის წინ სამმა პაციფისტმა — 82 წლის მონაზონმა ორ თანამონაწილესთან, 63 წლისა და 57 წლის მამაკაცებთან, ერთად — შეაღწია ქალაქ ოუკ რიჯში (ტენესის შტატი) მდებარე დაცულ ობიექტზე, სადაც ინახება 100 ტონა ბირთვული მასალა. შენობის ერთ კედელზე მათ თავიანთი პროტესტი ომის საწინააღმდეგო სლოგანებით გამოხატეს. „ძალზედ შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასეთი რამ მოხდა ობიექტზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება“, — განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა სტივენ ჩუმ.

ავსტრალია

ქვეყნის უზენაესი სასამართლო თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისგან მოითხოვს, რომ სიგარეტის კოლოფები აღარ იყოს სხვადასხვა ფერის და არ ჰქონდეს ლოგო. ახლა ყველა სიგარეტის კოლოფი ხაკისფერია და თან ერთვის გრაფიკული ნიშანი, რომელიც მიუთითებს მოწევის მავნებლობაზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება