საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g17 № 6 გვ. 10-11
  • სტუმრად ახალ ზელანდიაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად ახალ ზელანდიაში
  • გამოიღვიძეთ! — 2017
გამოიღვიძეთ! — 2017
g17 № 6 გვ. 10-11
მილფორდ-საუნდი, ახალი ზელანდია

მილფორდ-საუნდი

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდია მსოფლიო რუკაზე

დაახლოებით 800 წლის წინ მაორის ზოგი ტომი პოლინეზიის კუნძულებიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე ახალი ზელანდიის კუნძულებზე დასახლდა. ამ კუნძულების ლანდშაფტი სრულიად განსხვავდებოდა პოლინეზიის ტროპიკული კუნძულებისგან. იქ მაორებმა, ალბათ, პირველად ნახეს თოვლით დაფარული მთის მასივები, მყინვარები და თერმული წყაროები. დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ ამ კუნძულებზე შორეული ევროპიდანაც დასახლდა ხალხი. დღეს ახალზელანდიელების უმეტესობისთვის მისაღებია როგორც ანგლოსაქსური, ისე პოლინეზიური ადათ-წესები და ტრადიციები. მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ უელინგტონი უკიდურესი სამხრეთით მდებარე ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში.

თერმული ტალახი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე

თერმული ტალახი ჩრდილოეთ კუნძულზე

ახალი ზელანდია გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით, რაც ერთობ შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გეოგრაფიული იზოლირების მიუხედავად, ამ ქვეყანას ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

მოვერცხლისფრო ხეგვიმრები

მოვერცხლისფრო ხეგვიმრის სიმაღლე 10 მეტრზე მეტს აღწევს

არამფრენი ტაკაჰე

1948 წლამდე ზოოლოგებს არამფრენი ფრინველი ტაკაჰე გადაშენებული ეგონათ

ახალ ზელანდიაში მეტად უცნაური სახეობის ცხოველები ბინადრობენ. მსოფლიოში სხვაგან ვერსად შეხვდებით ამდენ არამფრენ ფრინველს. ამ კუნძულებზე ბინადრობს ტუატარაც (იგივე ჰატერია), ხვლიკისმაგვარი ქვეწარმავალი, რომელიც 100 წლამდე ცოცხლობს. ძუძუმწოვართა შორის მხოლოდ რამდენიმე სახეობის ღამურა, ვეშაპი თუ დელფინია ენდემური.

ახალ ზელანდიაში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი საქმიანობა თითქმის 120 წლის წინ დაიწყეს. ისინი ბიბლიურ ცნობას ქადაგებენ 19 ენაზე, მათ შორის ისეთ პოლინეზიურ ენებზე, როგორიცაა ნიუეური, რაროტონგური, სამოური და ტონგური.

მაორები მღერიან

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მაორები მღერიან და ცეკვავენ

იცოდით, რომ . . .

სახელი „ახალი ზელანდია“ მომდინარეობს ნიდერლანდის ერთ-ერთი პროვინციის, ზელანდიის სახელიდან. მაორი ენაზე მას „აოტეაროა“ ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით „გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყანას“ ნიშნავს.

მართალია, ახალ ზელანდიელთა უმეტესობა ინგლისურად ლაპარაკობს, მაგრამ ბოლო პერიოდში ადგილობრივი ენის, მაორის, აღორძინება მოხდა და ის ახლა სკოლებშიც ისწავლება. მაორი ენაზე ხელმისაწვდომია იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org.

  • მოსახლეობა: 4 700 000

  • დედაქალაქი: უელინგტონი

  • ტერიტორია: ჩრდილოეთი კუნძული გამოირჩევა მაღალი ვულკანური და გეოთერმული აქტივობით. სამხრეთ კუნძულზე ათასობით მყინვარია

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება